biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ღვეზელი
ქათმის ღვეზელი

ცომი:

ფქვილი 450 გ.

მარილი 1/2 ჩ.კ.

კარაქი, ცივი  250 გ.

ცივი წყალი 8 ს.კ.

კვერცხი  1 (ზემოდან წასასმელად)

 

შიგთავსი:

ქათმის ფილე 5 ცალი

ხახვი 1 თავი

მიხაკი 6 ცალი

სტაფილო 1 ცალი

დაფნის ფოთოლი 2

წყალი

ქათმის ბულიონის კუბი 1 ცალი

სურნელოვანი პილპილი( ბახარი) 6-8 ცალი

 

სოუსი:

რძე 250 მლ

კარაქი 55 გ.

ფქვილი 55 გ.

 

ქათამი მოათავსეთ ღრმა ქვაბში

დაუმატეთ ხახვი, მიხაკი და დაჭრილი სტაფილო.

დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ბულიონის

კუბი.

დაასხით წყალი

დაადგით მაღალ ცეცხლზე,მიიყვანეთ ადუღებამდე,

დაუწიეთ ტემპერატურას და ქათმის მოხარშვა გააგრძელეთ დაბალ ცეცხლზე

დაახლოებით 45 წთ.

 

სანამ ქათამი იხარშება, მოამზადეთ ცომი

დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი

დააყარეთ მარილი

ჩააჭერით ცივი კარაქი და შეურიეთ ერთმანეთს

დაამატეთ ცივი წყალი, რამდენსაც შეიზელს რომ 

მიიღოთ ცომის მკვრივი გუნდა

გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე,

შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში, მინიმუმ 30 წთ.

 

მოხარშული ქათამი ამოიღეთ და გადადეთ თეფშზე,

როცა გაცივდება, ხორცი დაძენძეთ 

 

ნახარში გააციეთ.

ნახარშიდან ამოიღეთ დაფნის ფოთლები, პილპილი და მიხაკი.

კარგად დააბლენდერეთ და დაუმატეთ რძე

 

ტაფაზე გაადნეთ კარაქი,დაამატეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ

ნელ-ნელა ამატეთ რძიანი ბულიონი

დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ მორევა, სანამ არ გასქელდება.

დაუმატეთ მარილი და პილპილი,გემოვნებით,

გააგრილეთ.

 

გაახურეთ ღუმელი 200° გრადუსზე.

დასვენებული ცომი გაყავით 2 ნაწილად და გააბრტყელეთ.

ერთი ნაწილი მოათავსეთ გამოსაცხობ ჭურჭელში.

დაუმატეთ ქათმის ხორცი და დაასხით სოუსი.

დააფარეთ ზემოდან გაბრტყელებული ცომი და ჩანგლით დაჩხვლიტეთ.

ზემოდან წაუსვით კვერცხი.

გამოაცხვეთ 45 წთ.-1 სთ.

 

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ნედლი ქათმის ფილე
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge