biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ფილეს კრემ-სუპი

ეს არაჩვეულებრივი სუპი არამარტო გაგათბობთ ცივ ამინდში, არამედ მას გამაჯანსაღებელი ეფექტიც აქვს. თუ სახლში გყავთ პატარები, ნუ გაუკეთებთ სუპს ცხარე მოსართავს.

ქათმის ფილეს კრემ-სუპი

ინგრედიენტები (4-6 ულუფა):

ბულიონისთვის

  • ქათმის კისერი - 4 ცალი (დამატებით)
  • ქათმის ზურგი - 2 ცალი
  • ხახვი - 60 გრ
  • სტაფილო - 60 გრ
  • ნიახურის ღერო - 20 გრ
  • მარილი - გემოვნებით 

 

1 ცალი მოხარშული ქათმის ფილე (400-500 გრ.)

1/3 ჭიქა საშუალო სიგრძის ბრინჯი

250 გრამი სქელი ნატურალური იოგურტი ან მაწონი

4  კვერცხის გული

4 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი

6 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი გემოვნებით

 

ცხარე მოსართავი

2 კბილი ნიორი

1 ჩ/კ დაფქული ცხარე წითელი წიწაკა

3 ს/კ ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

 

მომზადების წესი:

  1. თავდაპირველად მოამზადეთ ბულიონი. 2.5 ლიტრ წყალში მოხარშეთ ქათმის ზურგი, ქათმის კისერი, ოთხ ნაწილად გაჭრილი ხახვი, ასევე ოთხად გაჭრილ სტაფილო და ნიახურის ღეროები. გემოვნებით დაუმატოთ მარილი. ხარშეთ 1 საათი. გადაწურეთ, სუფისთვის დაგჭირდებათ 1,5 ლიტრი ბულიონი.
  2. გადაწურულ ბულიონში ჩაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 25 წუთი, სანამ ბრინჯი მომზადდება.
  3. ცალკე მომცროდ დაჭერით და მოხარშეთ ქათმის ფილე, და დაუმატეთ ბრინჯიან ბულიონს.
  4. ათქვიფეთ სუპი ბლენდერით სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
  5. კრემ-სუპი დააბრუნეთ ქურაზე, მინიმალურ ცეცხლზე
  6. კვერცხის გულები გათქვიფეთ იოგურტთან და ფქვილთან ერთად. დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ბულიონი ან წყალი, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა.
  7. მიღებული მასა გაწურეთ საცერში და ჩაამატეთ სუპში თან მუდმივად ურიეთ. ამის შემდგომ დაახურეთ ქვაბს თავზე და კიდევ 10-15 წუთი ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით სუპი ცეცხლიდან.
  8. მოსართავისთვის გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ნიორი. გააცხელეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ ნიორი და წიწაკა.
  9. მოურიეთ და 1 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მზა სუპში ჩაუმატეთ მოსართავი, გაუწყვეთ მარილი და მიირთვით მაშინვე.

 

 


Notice: Undefined variable: product_query in /home/biobio/public_html/modules/recipes/includes/inner_part.php on line 62
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge