biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
სალათი ცეზარი

დამეთანხმებით, რომ ცეზარი ბოლო დროს ყველასთვის საყვარელი სალათი გახდა. მოდით ვცადოთ მისი სახლში მომზადება, კლასიკურისგან ოდნავ განსხვავებული, მარტივი რეცეპტით, მარილიანი ანჩოუსების გარეშე, სამაგიეროდ დავუმატოთ განსხვავებული სალათის ფურცელი რადიჩიო.

სალათი ცეზარი

ინგრედიენტები (6 ულუფა):

4 ცალი მოხარშული ქათმის ბარკალი

2 თავი რომაული სალათის ფურცელი

რამდენიმე ფურცელი რადიჩიო 

50 გრამი ყველი პარმეზანი

(დღეს უკვე სალათის ფურცლების მრავალფეროვანი არჩევანია, შეგიძლიათ ცადოთ სხვა ვარიანტებიც)

კრუტონებისთვის

250 გრამი თეთრი პური

1 კბილი ნიორი

2 ს/კ ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

 

სოუსისთვის

50 გრამი ყველი პარმეზანი

2 ს/კ 20-30%-იანი არაჟანი 

1 ს/კ კაპარი (კაპარის მწნილი იყიდება სუპერმარკეტებში)

ნახევარი ლიმონის წვენი

½ ჭიქა ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

მარილი და ახლად დაფქული შავი წიწაკა.

 

მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ კრუტონები. გაასუფთავეთ ნიორი, დაჭყლიტეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთში. დააყოვნეთ 15 წუთით.
  2. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. პურს მოაჭერით კანი. დაჭერით 1 სმ-იან კუბებად. დააწყვეთ კუბები ღუმელის ტაფაზე, მოასხით ნივრიანი ზეთი, აურიეთ და შედეთ გახურებულ ღუმელში. აცხვეთ კრუტონები გაყავისფერებამდე, დაახლოებით 10 წუთი
  3. მოამზადეთ სოუსი - გარეცხეთ კაპარები ცივ წყალში და დაწურეთ. წვრილად გახეხეთ პარმეზანი
  4. კაპარები დაჭყლიტეთ სანაყში მარილთან და წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და პარმეზანი. დანაყეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი, არაჟანი,  და კიდევ ერთხელ კარგად ამოურიეთ.
  5. ქათმის ბარკლებს გააცალეთ კანი და ძვლები. დაჭერით მომცრო ნაჭრებად.
  6. სალათის ფურცლები და რადიჩიო ხელით მსხვილად დაანაწევრეთ
  7. დიდ ჯამში მოათავსეთ სალათის ფურცლები, დააწყვეთ ქათამი და მოასხით სოუსი. ფრთხილად ამოურიეთ
  8. დარჩენილი პარმეზანი თხელ ნაჭრებად დაჭერით. მოათავსეთ სალათზე პარმეზანის “ფურცლები” და კრუტონები. სუფრასთან მაშინვე მიიტანეთ, სხვაგვარად სალათის ფურცლები მალე დაჭკნება და სალათი დაკარგავს მიმზიდველობას.


Notice: Undefined variable: product_query in /home/biobio/public_html/modules/recipes/includes/inner_part.php on line 62
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ბარკალი გაყინული
biobio.ge