biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ფილე ყაბაყით

ქათმის მსუბუქი ფილე ძალიან სასარგებლო ყაბაყთან ერთად! ასეთი ნაზი და პიკანტური ჯერ არაფერი გაგისინჯავთ!

ქათმის ფილე ყაბაყით

ინგრედიენტები (2-4 ულუფა):

4 ც ქათმის მკერდის ფილე

1 ც  ყაბაყი (200 გრ.)

1 ც ლიმონი

8 ტოტი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით)

2 ს/კ ფიჭვის თესლი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნუშით)

1 ს/კ კარაქი

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი

 

მომზადების წესი:

  1. წვრილად დაჭრილ ყაბაყს დააყარეთ 1 ჩ/კ მარილი და 10 წუთით დააყონვეთ, რომ წვენი გაუვიდეს.
  2. ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი.

  3. გახეხეთ ლიმონის ცედრა. ქონდრის/ბეგქონდარას ფოთლები  წვრილად დაჭერით.

  4. ყაბაყი გაწურეთ, შეურიეთ ცედრა, ქონდარი/ბეგქონდარა,  ფიჭვის თესლი/ნუში, პილპილი და მარილი.

  5. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ტაფაზე გაადნეთ კარაქი და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი და ქათმის ფილეები შებრაწეთ თითო მხარეს თითო წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაჭრებზე ყაბაყის ნაზავი კარგად გადაანაწილეთ. დარჩენილი ზეთი ზემოდან მოასხით და 20 წუთით შედეთ ცხელ ღუმელში, სანამ ხორცს გვერდები არ გაუყავისფერდება.


Notice: Undefined variable: product_query in /home/biobio/public_html/modules/recipes/includes/inner_part.php on line 62
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge