ქათმის ბულიონი

ქათმის ბულიონი

ინგრედიენტები (6 ულუფა): 

1.5 კგ საბულიონე ნაკრები (კისერი, ზურგი, შეგიძლიათ ფრთებიც გამოიყენოთ): 

1 საშუალო ზომის ხახვი, 

1 საშუალო ღერო პრასი, 

1 მოზრდილი სტაფილო, 

1 საშუალო ძირი ოხრახუში ,

1 საშუალო ნიახურის ღერო, 

2-5 მარცვალი შავი წიწაკა, 

მარილი (გემოვნებით).

 

მომზადების წესი: საბულიონე ნაკრები მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი და საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. სტაფილო და ოხრახუშის ძირი გაასუფთავეთ და მსხივალდ დაჭერით. ხახვი გაფრცქვენით და ოთხად გაჭერით. პრასი შუაზე გაჭერით, კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და მსხვილად დაჭერით. როგორც კი ადუღდება ბულიონი ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და მოხადეთ ქაფი ქაფქირით ან ნახვრეტებიანი კოვზით. დაუმატეთ ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის ძირი და პრასი. ხარშეთ ბულიონი მინიმალურ ცეცხლზე 2-2.5 საათი. თავსახურს მჭიდროდ ნუ დააფარებთ, ნუ ადუღებთ ძალიან აქტიურად, დროდადრო მოხადეთ ქაფი. მომზადებამდე 30 წუთით ადრე დაუმატეთ ნიახურიდა წიწაკის მთლიანი მარცვლები. მზა ბულიონი გადაწურეთ წვრილ საწურზე. თუ ბულიონის მირთმევას მაშინვე გეგმავთ, დაამარილეთ მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ნახეთ ასევე

ქათმის ფილე ყაბაყით

ქათმის ფილე ყაბაყით

ინგრედიენტები (2-4ულუფა): 

4 ც ქათმის მკერდის ფილე, 

1 ც ყაბაყი (200 გრ.), 

1 ც ლიმონი, 

8 ტოტი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

2 ს/კ ფიჭვის თესლი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნუშით), 

1 ს/კ კარაქი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი: წვრილად დაჭრილ ყაბაყს დააყარეთ 1 ჩ/კ მარილი და 10 წუთით დააყონვეთ, რომ წვენი გაუვიდეს.  ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი.   გახეხეთ ლიმონის ცედრა. ქონდრის/ბეგქონდარას ფოთლები წვრილად დაჭერით.   ყაბაყი გაწურეთ, შეურიეთ ცედრა, ქონდარი/ბეგქონდარა, ფიჭვის თესლი/ნუში, პილპილი და მარილი.   ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე.ტაფაზე გაადნეთ კარაქი და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი და ქათმის ფილეები შებრაწეთ თითო მხარეს თითოწუთის განმავლობაში. შემდეგ ნაჭრებზე ყაბაყის ნაზავი კარგად გადაანაწილეთ. დარჩენილი ზეთი ზემოდან მოასხით და 20 წუთით შედეთ ცხელღუმელში, სანამ ხორცს გვერდები არ გაუყავისფერდება. 

ვრცლად
ქათმის ფილეს კრემ-სუპი

ქათმის ფილეს კრემ-სუპი

ინგრედიენტები (4-6 ულუფა):

ბულიონისთვის ქათმის კისერი - 4 ცალი,

(დამატებით) ქათმის ზურგი - 2 ცალი ხახვი,

60 გრ სტაფილო,  

60 გრ ნიახურის ღერო, 

20 გრ მარილი - გემოვნებით,

1 ცალი მოხარშული ქათმის ფილე (400-500 გრ.),

1/3 ჭიქა საშუალო სიგრძის ბრინჯი, 

250 გრამი სქელი ნატურალური იოგურტი, ან მაწონი, 

4 კვერცხის გული, 

4 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 

6 სუფრის კოვზი ფქვილი, 

მარილი გემოვნებით, 

ცხარე მოსართავი, 

2 კბილი ნიორი, 

1 ჩ/კ დაფქული ცხარე წითელი წიწაკა, 

3 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი. 

 

მომზადების წესი: თავდაპირველად მოამზადეთ ბულიონი. 2.5 ლიტრ წყალში მოხარშეთ ქათმის ზურგი, ქათმის კისერი, ოთხ ნაწილად გაჭრილი ხახვი, ასევე ოთხად გაჭრილ სტაფილო და ნიახურის ღეროები. გემოვნებით დაუმატოთ მარილი. ხარშეთ 1 საათი. გადაწურეთ, სუფისთვის დაგჭირდებათ 1,5 ლიტრი ბულიონი. გადაწურულ ბულიონში ჩაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 25 წუთი, სანამ ბრინჯი მომზადდება. ცალკე მომცროდ დაჭერით და მოხარშეთ ქათმის ფილე, და დაუმატეთ ბრინჯიან ბულიონს. ათქვიფეთ სუპი ბლენდერით სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. კრემ-სუპი დააბრუნეთ ქურაზე, მინიმალურ ცეცხლზე კვერცხის გულები გათქვიფეთ იოგურტთან და ფქვილთან ერთად. დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ბულიონი ან წყალი, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. მიღებული მასა გაწურეთ საცერში და ჩაამატეთ სუპში თან მუდმივად ურიეთ. ამის შემდგომ დაახურეთ ქვაბს თავზე და კიდევ 10-15 წუთი ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით სუპი ცეცხლიდან. მოსართავისთვის გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ნიორი. გააცხელეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ ნიორი და წიწაკა. მოურიეთ და 1 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მზა სუპში ჩაუმატეთ მოსართავი, გაუწყვეთ მარილი და მიირთვით მაშინვე.

ვრცლად