ქათმის სალათა დელი

ქათმის სალათა დელი

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 ცალი ქათმის მკერდის ფილე, 

½ ჭიქა მაიონეზი, 

1 ს/კ ახალი ლიმონის წვენი, 

1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი, 

1 ღერო პრასი, 

1 ღერო მწვანე ხახვი, 

მწიკვი ხმელი ქონდარი, 

მწიკვი პილპილი, 

მარილი გემოვნებით.

 

მომზადების წესი: ქათმის ფილე მოხარშეთ და დააჩოფერეთ პრასი და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად ყველა ინგრედიენტი აურიეთ ჯამში, თავზე დააფარეთ და შედგით მაცივარში 2 საათით. სუფრაზე მიტანის წინკიდევ ერთხელ ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით!

ნახეთ ასევე

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

ინგრედიენტები (2ულუფა): 

1 ქათამი (1000 გრ), 

4 კბილი ნიორი, 

2 ტოტი როზმარინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი როზმარინი), 

1 ლიმონი, 

1 ს/კ ცხარე მდოგვი, 

1 ს/კ ტკბილი მდოგვი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

პილპილი,

მარილი. 

 

მომზადების წესი: ქათამი სირგძეზე გაჭერით ორად. ნიორი დაჭერით თხლად. როზმარინიც 2–2 სმ სიგრძეზე დაჭერით. თითებით, დანის ბლაგვი პირით ან კოვზის ბოლოთი ფრთხილად ააცალეთ კანი ხორცს. როზმარინი და ნიორი თანაბრად გადაანაწილეთ კანქვეშ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ქათმის ნახევრები ზედ დააწყვეთ და მოაყარეთ პილპილ/მარილი. გახეხეთ ლიმონის ცედრა, ხოლო ლიმონი გამოწურეთ. ცედრა და წვენი შეურიეთ ცხარე და ტკბილ მდოგვს, და ზეითუნის ზეთს. მიღებული სოუსი წაუსვით ქათამს გარედან. მოათავსეთ ქათამი ღუმელში, ტემპერატურას დაუწიეთ 160 გრადუსამდე და 45 წუთის განმავლობაში ბრაწეთ.

ვრცლად
ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ინგრედიენტები (4-6ულუფა): 

1 ქათამი 2 კგ, 

200 მლ შავი ლუდი, 

1 ს/კ მუქი თაფლი, 

1 ს/კ მდოგვი, 

5-6 კბილი ნიორი, 

1 ს/კ როზმარინის ფოთლები ან 1 ჩ/კ ქინძი, 

1 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი. 

 

მომზადების წესი: მოამზადეთ ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი განიერი ყელით (თუ ასეთი არ გაქვთ გამოიყენეთ ჩვეულებრივი ლუდის ბოთლი). საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოთლი, სრულიად მოაცილეთ ეტიკეტი და წებო. 

ჩაასხით ბოთლში ლუდი. ჩაყარეთ ნიორი და როზმარინი. აურიეთ ერთად მდოგვი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. წაუსვით ქათამს შიგნიდანაც და გარედანაც. მკერდთან გაჭერით კანი და ფრთები ჩაუდეთ ჯიბეებში დასვით ქათამი ბოთლზე. ღუმელში შედგით ღრმა ფორმა, მასზე მოათავსეთ ბოთლი ქათმით. ფორმაში ცოტა წყალი ჩაასხით, რომ ქათმისგან გამოსული ცხიმი არ მიეკრას და არ დაიწვას. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე, როცა გაცხელდება აუწიეთ 200 გრადუსამდე და შებრაწეთ ქათამი 20-25 წუთით. შემდეგ დაუწიეთ 160 გრადუსამდე და კიდევ 40 წუთი წვით. მომზადებული ქათამი გამოიღეთ ღუმლიდან, ფრთხილად გამოაცალეთ ბოთლი და დაჭერით ულუფებად.

ვრცლად
ქათმის თეძო-ბარკლის კონფი

ქათმის თეძო-ბარკლის კონფი

ინგრედიენტები:                    

ქათმის თეძო-ბარკალი   2ც;       

ნიორი   10გ;       

ტიმიანი   8გ;       

დაფნის ფოთოლი   5გ;       

მზესუმზირის ზეთი   450მლ;       

ზეითუნის ზეთი   50მლ;

სტაფილო   120გ;       

ბოლოკი   120გ;       

ხახვი   120გ;       

სატაცური   120გ;       

ქათმის ბულიონის ფხვნილი   15გ;       

მარილი   10გ.      

       

მომზადების წესი: ქათმის თეძო-ბარკალი დაამუშავეთ, მოათავსეთ მარილ წყალში და დააყოვნეთ მინიმუმ 20 წთ-ის განმავლობაში. ღუმელი გაახურეთ 170 გრადუსზე. ღრმა, თერმოგამძლე ჭუჭელში მოათავსეთ დამუშავებული თეძო ბარკალი, მასთან ერთად ჭურჭელში ჩაუშვით დაჭყლეტილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, ტიმიანი, დაასხით ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი თავზე გადააფარეთ ფოლგირებული ქაღალდი, დანით ოდნავ ჩახვრიტეთ ალაგ-ალაგ და შეუშვით მოსამზადებლად გახურბულ ღუმელში 2 სთ-ის განმავლობაში. დაჭერითბოსტნეული სასურველ, ერთი ზომის ფორმებზე, შეაზილეთ ზეითუნის ზეთი, ტიმიანი, მარილი და პილპილი. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ზევიდან განათავსეთ ბოსტნეული და გამოაცხეთ 140 გრადუსზე 30 წთ-ის განმავლობაში. ქათმის თეძო-ბარკალი და ბოსტნეული, რომ გამზადდება გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელზე და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად