biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
კომპანიის სურსათის უვნებლობის პოლიტიკა

შპს „ჩირინა“-ს მისიაა   საკანონმდებლო ნორმების მუდმივი დაცვით მაღალხარისხიანი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ხორცის პროდუქციის დამზადება, რომელიც კლიენტის მოლოდინს ყოველთვის აკმაყოფილებს.

ჩვენი ხედვა სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში არის შემდეგი:

  • ვიყოთ სტაბილურობის, უვნებლობის, ხარისხის გარანტი და ვფლობდეთ ლიდერის პოზიციას ქათმის ხორცის და ხორც-პროდუქტების წარმოების სეგმენტში;

  • განუწყვეტლივ ვაუმჯობესებდეთ: ხარისხის და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (FSSC) ეფექტიანობას, კლიენტზე ორიენტირებას, პერსონალის პროაქტიულობას, საგანგებო სიტუაციების მართვას, სურსათის გაყალბების (FF) და განზრახ დაზიანებისაგან (FD) დაცვას,  მიკვლევადობის და გამოხმობის პროცედურებს, ხარისხის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სტრატეგიის, მიზნების სწორი დაგეგმვის, განხორციელების, აუდიტის, ანალიზის, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესების საფუძველზე.

კომპანიის მიზნებია:

  • კლიენტისთვის ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტის და სერვისის მიწოდებით ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესება და შემოსავლების მუდმივი ზრდა;

  • შიდა და გარე ფაქტორების ანალიზი, კლიენტის და დაინტერესებული მხარის საჭიროებების, მოლოდინის და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;

  • ბიზნეს-პროცესების, პროდუქტის და შიდა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. პროდუქტის ხარისხის და უვნებლობის კონტროლი და უზრუნველყოფა  ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;

  • პერსონალის FS კულტურის, პროაქტიულობის, კვალიფიკაციის და მოტივაციის მუდმივი გაუმჯობესება;

  • GFSI-ს აღიარებული სქემის - ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის (FSSC) მუდმივი გაუმჯობესება.

biobio.ge