ჩვენი კომპანია

„ბიუ ბიუს” ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია ამიერკავკასიაში. 

„ბიუ ბიუ“-ს პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში. წარმოების თითოეული რგოლი სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტის მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე - ფერმიდან სუფრამდე. 

ISO სტანდარტი

კომპანია ფლობს HACCP-ის კონცეფციით ISO 22000 სერტიფიკატს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა წარმოების თითოეულ ეტაპზე. ეს, თავის მხრივ საუკეთესო საბოლოო პროდუქტის გარანტია.

ჩვენი უპირატესობები

ხარისხის კონტროლი წარმოების თითოეულ რგოლში არის დანერგილი.
ქათამი გამოზრდილია ყოველგვარი ჰორმონული დანამატების გარეშე.
ქათამი იზრდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე ფერმებში, სადაც ყველა პირობაა დაცული ფრინველის სრულყოფილი განვითარებისთვის.
ქათამი არ იზრდება გალიებში.
ქათამი იზრდება ქართულ მიწაზე მოყვანილი სიმინდით და ხორბალით. მარცვეულის ჩაბარება ხორციელდება ყოველწლიურად ადგილობრივი ფერმერებისგან. ნედლეული მკაცრად კონტროლდება ლაბორატორიულად და მხოლოდ მაღალი ხარისხის მარცვლეულის მიღება ხდება, რაც შეესაბამება კომპანიის მიერ გაწერილ სტანდარტებს.
ფრინველის საკვები თავისუფალია ანტიბიოტიკებისგან.
საკვების სრულყოფილი დაბალანსებული რეცეპტურა, ინდივიდუალურად არის შემუშავებული ფრინველის გამოზრდის თითოეული ეტაპისთვის, რათა ვუზრუნველყოთ ქათმის განვითარების საუკეთესო შედეგი.
წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტირებულია ISO 22000 სტანარტით, HACCP-ის პრინციპებით.
ქათმის ხორცი ლაბორატორიულად მოწმდება.
ქათმის დამუშავება ხორციელდება თანამედროვე სასაკლაო ხაზზე, ევროპული სტანდარტების მქონე მანქანა-დანადგარების მეშვეობით, ადამიანური რესურსის მინიმალური ჩართულობით, რის შედეგადაც ვღებულობთ ხარისხიანად გასუფთავებულ და იდეალურად დაჭრილ ქათამს სუფთა კანით.