კომპანია ფლობს საქართველოში პირველ სრულად ავტომატიზებულ საწარმოო ხაზს, სადაც ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
საწარმოო ხაზი აღჭურვილია ჩვენი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანია Meyn-ის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, რაც იმის გარანტიაა, რომ ფრინველი შიგნიდან და გარედან იდეალურად გასუფთავებულია და აქვს კრიალა კანი.
კომპანიამ საწარმოო ხაზზე დანერგა ინოვაციური ტექნოლოგია - ჰაერით გაციება.
კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია გარემოზე ზრუნვაა. ამისათვის, კომპანიამ დანერგა თანამედროვე სისტემები, რომელთა მეშვეობით საწარმოო პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხოა ,ჩვენი გარემოსთვის.
ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორთან, კომპანია Nijhuis-თან, ერთად დამონტაჟებულია წყლის გასუფთავების ინოვაციური ჰოლანდიური სისტემა, რომლის მეშვეობითაც წარმოების პროცესში გამოყენებული წყალი იფილტრება და გასუფთავებული ჩაედინება წყლის არხში. ამით კომპანია ბუნებას სასუფთავეში ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.