ფრინველის საკვები

ბიუ ბიუს ქათამი ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებება

ბიუ ბიუს ქათამი ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებება!

 

კომპანია სართიჭალის მახლობლად ფლობს მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს.

ჩვენს მიწებზე მოყვანილი მარცვლეულის გარდა, კომპანია ყოველწლიურად იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.

გალერეა

5
3

მარცვლეულის სასაწყობე მეურნეობა

ქართულ ყანებში მოყვანილი სიმინდი და ხორბალი ჩვენს თანამედროვე საშრობ ქარხანაში შრება. უპირველეს ყოვლისა, ლაბორატორიულად მოწმდება ნედლეულის ხარისხი და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუკი წარმატებით გაივლის შემოწმებას და აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს. 
ამის შემდგომ, მარცვლეული გადადის საშრობში, სადაც ის ტენიანობის სასურველ მაჩვენებლამდე გამოშრება. გამშრალი ნედლეული გადადის სასაწყობე სილოსებში, სადაც ნედლეულის შენახვის პირობების დაცვის მიზნით, მისი მუდმივი, 24-საათიანი, მონიტორინგი მიმდინარეობს.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური საშრობი და სასაწყობე კომპლექსი კომპანიამ ბრიტანელ პარტნიორთან კომპანია Chief Industries-თან ერთად ააშენა.

Chief Industries უკვე 40 წელია აგროინდუსტრიულ სამშენებლო სექტორში მოღვაწეობს და მსოფლიოში მარცვლეულის საშრობი და შესანახი კომპლექსების მშენებლობაში დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

1
1

სიმინდის და ხორბლის ჩაბარება

საკონტაქტო ინფორმაცია
Address
ლადო გუდიაშვილის #9; თბილისი, საქართველო