ბიუ-ბიუ-ს ქათმები ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებებიან.
კომპანია „ჩირინა“ სართიჭალის მახლობლად ფლობს მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. ჩვენს მიწებზე მოყვანილი მარცვლეულის გარდა, კომპანია ასევე იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.
ქართულ ყანებში მოყვანილი ნედლეული ჩვენს თანამედროვე საშრობ ქარხანაში შრება. უპირველეს ყოვლისა მოწმდება ნედლეულის ხარისხი. ლაბორატორიულად მოწმდება ნედლეულის ქიმიური შემადგენლობა და მიკოტოქსინების შემცველობა. ნედლეული მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუკი წარმატებით გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას.
ამის შემდგომ, მარცვლეული გადადის საშრობში, სადაც ის ტენიანობის სასურველ მაჩვენებლამდე გამოშრება. გამშრალი ნედლეული გადადის სასაწყობე სილოსებში, სადაც ნედლეულის შენახვის პირობების დაცვის მიზნით, მისი მუდმივი, 24-საათიანი, მონიტორინგი მიმდინარეობს.
საკუთარი მარცვლეულის გარდა, „ჩირინა“ სხვა ქართველ ფერმერებსაც ემსახურება. მათ შეუძლიათ როგორც ლაბორატორიის, ასევე საშრობისა და საწყობის მომსახურებით ისარგებლონ.
საქართველოში ყველაზე მასშტაბური საშრობი და სასაწყობე კომპლექსი „ჩირინამ“ ბრიტანელ პარტნიორთან კომპანია Chief Industries-თან ერთად ააშენა.
Chief Industries უკვე 40 წელია აგროინდუსტრიულ სამშენებლო სექტორში მოღვაწეობს და მსოფლიოში მარცვლეულის საშრობი და შესანახი კომპლექსების მშენებლობაში დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.
კომპანია „ჩირინას“ აქვს საკუთარი კომბინირებული საკვების ქარხანა, სადაც ქართული ნედლეულისგან მზადდება სრულფასოვანი, გრანულირებული, კომბინირებული საკვები. საკვები ბაზარზე „კვებეკო“-ს ბრენდის სახელით იყიდება.
ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. თანამედროვე ლაბორატორიაში როგორც ნედლეულის, ასევე მზა საკვების ხარისხი კონტროლდება.
კომბინირებული, გრანულირებული საკვების უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ გრანულირებისას საკვებში მცირდება ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების მოქმედება, საკვები 100%-ით თავისუფლდება სალმონელას ბაქტერიისგან და შედეგად - სრულიად ჯანსაღ, უსაფრთხო საკვებს ვიღებთ.
ქარხანა საკვებს ამზადებს როგორც ფინველისთვის, ისე სასოფლო სამეურნეო ცხოველებისთვისაც. კომბინირებული საკვები მზადდება ყოველგვარი ჰორმონული და გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე.
საქართველოში პირველი კომბინირებული საკვების ქარხანა ჩვენს პარტნიორთან ესპანურ კომპანია ROSAL-თან ერთად ავაშენეთ. ROSAL -მა ქარხანა სრულად აღჭურვა და სისტემურად უზრუნველყო. ROSAL-ი უკვე 50 წელია საკვების ქარხნების მშენებლობასა და აღჭურვაში სპეციალიზდება. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი კლიენტი ჰყავს.