კომპანია „ჩირინა“ ფლობს საქართველოში პირველ სრულად ავტომატიზებულ საწარმოო ხაზს, სადაც ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
საწარმოო ხაზი აღჭურვილია ჩვენი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანია Meyn-ის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, რაც იმის გარანტიაა, რომ ფრინველი იქნება შიგნიდან და გარედან იდეალურად გასუფთავებული და ექნება კრიალა კანი.
კომპანია „ჩირინამ“ საწარმოო ხაზზე დანერგა ინოვაციური ტექნოლოგია - ჰაერით გაციება. ეს ტექნოლოგია, მისი წინამორბედი, წყლით გაციების ტექნოლოგიისგან განსხვავებით, დანერგილია იმისათვის, რომ ქათმის ხორცი შეფუთვამდე მაქსიმალურად გაშრეს და საბოლოო პროდუქტში წყლის შემცველობა მინიმუმამდე შემცირდეს. ამის შედეგად, ბიუ-ბიუ-ს მომხმარებელი ფულს იხდის მხოლოდ ხორცში და არა გაყინულ წყალში.
კომპანია „ჩირინას“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვაა. ამისათვის, კომპანიამ დანერგა თანამედროვე სისტემები, რომელთა მეშვეობით საწარმოო პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება ჩვენი გარემოსთვის.
ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორთან, კომპანია Nijhuis-თან ერთად დავამონტაჟეთ წყლის გასუფთავების ინოვაციური ჰოლანდიური სისტემა, რომლის მეშვეობითაც წარმოების პროცესში გამოყენებული წყალი იფილტრება და გასუფთავებული ჩაედინება წყლის არხში. ამით კომპანია ბუნებას დაბინძურებისგან დაიცავს.
ჩვენი პარტნიორი კომპანია „ქართული ბროილერი” აღჭურვილია თანამედროვე სადისტრიბუციო მანქანებით. მათ აქვთ ტემპერატურული კონტროლის რეჟიმი, რაც საშუალებას გვაძლევს ბიუ-ბიუ-ს პროდუქტი საქართველოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტებამდე უსაფრთხოდ მივიტანოთ.
სპეციალურად ნედლი ქათმის გასაყიდად დაიდგა კიოსკები თბილისში, ბათუმსა დაქუთაისში. აქ ქათმის სათანადოდ შესანახად და გასაყიდად საუკეთესო პირობებია.