biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ჟულიენი ქათმით

ჟულიენის მომზადების მრავალი ხერხი არსებობს. ჩემს რეცეპტში გთავაზობთ ყაბაყს, ქამა სოკოს და ქათმის ხორცს. ეს ყველაფერი ბეშამელის სოუსში გამომცხვარი, ყველის თავსართით. სცადეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით!

ჟულიენი ქათმით

ინგრედიენტები (6 ულუფა):

400 გრ ქათმის ფილე (გნებავთ თეთრი, გნებავთ მუქი ხორცი)

1 დიდი თავი ხახვი

1 პატარა ყაბაყი

5-6 ქამა სოკო

300 გრ. ნებისმიერი მაგარი ყველი (ემენტალერი, პარმეზანი)

ნაღების კარაქი

1/3 ჩ/კ გახეხილი მუსკატი

მარილი, პილპილი

ბეშამელის სოუსი

500 მლ რძე

50 გრ. ნაღების კარაქი

50 გრ. ფქვილი

მწიკვი გახეხილი მუსკატი

მარილი პილპილი

მომზადების წესი:

  1. ყაბაყს მოაცილეთ კანი, და თუ აუცილებელია თესლიც. დაჭერით წვრილად, მოაყარეთ ცოტა მარილი და დადეთ საწურზე 10 წთ. შემდეგ ხელის მოჭერით გაწურეთ რომ ზედმეტი წვენი გაუვიდეს
  2. ქათმის ხორცი დაჭერით ძალიან პატარა ნაჭრებად
  3. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით სოკო თხლად დაჭერით.
  4. კარაქი გააცხელეთ ტაფაზე და შებრაწეთ ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე 2 წუთით, შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე
  5. ცოტა კარაქი დაამატეთ ტაფაში და შებრაწეთ ხახვი გაოქროსფერებამდე, 10 წუთი. ხშირად ურიეთ. ჩაამატეთ სოკო და შუშეთ სანამ წვენი არ გაუვა. დაუმატეთ ყაბაყი და კიდევ 5-7 წუთი შუშეთ
  6. მოამზადეთ ბეშამელის სოუსი: კარაქში შეწვით ფქვილი გაოქროსფერებამდე, ანუ 2 წუთით. დაასხით რძე და კარგად აურიეთ რომ არ შეიკრას. ნელ ცეცხლზე ადუღეთ 4 წუთი, ხშირად ურიეთ. შეკაზმეთ მარილით, პილპილითა და მუსკატით.
  7. აურიეთ სოუსი ქათამთან და ბოსტნეულთან, მოაყარეთ მარილ პილპილი.
  8. ქოთანს ან ნებისმიერ ცეცხლგამძლე ერთი ულუფის ზომის ფორმას ამოუსვით კარაქი, ჩაასხით ხორციანი მასა და მოაყარეთ ყველი.
  9. ქოთნები შედგით გახურებულ ღუმელში 180 გადუსზე. აცხვეთ სანამ ყველი არ შეიბრაწება, ანუ 15-20 წუთი.

biobio.ge