ბიუ ბიუს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინგერგირებული, რაც ნიშნავს რომ კომპანია ხარისხს აკონტროლებს წარმოების ყველა ეტაპზე - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტის დისტრიბუციით დამთავრებული
ბიუ ბიუს ქათამი წარმოდგენილია ბაზარზე 2013 წლიდან.
ბიუ ბიუს ქათმის ხორცი იყიდება როგორც ნედლი, ასევე გაყინული სახით.
ბიუ ბიუს ჯიხურებს ნედლი ქათმის ხორცი მიეწოდება შეციებული 2-4 °C-ზე.
გაყინული პროდუქცია კი იყინება დაკვლის დღესვე სპეციალურ მაცივარში -35-40°C და შემდეგ ინახება მაცივარში -18°C. შესაბამისად მოხმარებამდე, გაყინული საჭიროებს გალღობას ოთახის ტემპერატურაზე
ნედლს კი გალდოღა არ სჭირდება და შესაბამისად უზოგავს მომხმარებელს დროს. ასევე ნედლი ხასიათდება მაღალი კულინარული და საგემოვნო თვისებებით.
პროდუქციის წარმოება ხდება საქართველოში.
კომპანია „ჩირინას“ ფერმერული კომპლექსი გარდაბნის რაიონში, სოფელ სართიჭალაში, მარტყოფსა და გამარჯვებაში მდებარეობს.
სადედე გუნდის გამოზრდა, კვერცხდება და შემდეგ აღნიშნული კვერცხის ინკუბაცია სოფელ მარტყოფში ხდება.
გამოჩეკილი წიწილების გამოზრდა ხდება სოფელ სართიჭალას ტერიტორიაზე განლაგებულ ფერმებში.
გამოზრდილი ქათმის დაკვლა ხდება სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე განლაგებულ ხორცის დამუშავების საწარმოში.
ბიუ ბიუს ქათამი თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ფერმებში იზრდება. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ფრინველი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს.
ფერმერულ კომპლექსში ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებულები.
ბიუ ბიუს ქათამი სრულყოფილად იკვებება ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით - სიმინდით და ხოირბლით.
კომპანია „ჩირინა“ სართიჭალას მახლობლად ფლობს მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს.
ასევე იბარებს და ამუშავებს ქართული ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.
მარცვლეულის მიღება და შენახვა ხდება სპეციალურ საცავებში, სადაც ხდება ნედლეულის გამოშრობა და ტემპერატურული კონტროლი.
მარცვლეულის ხარისხი შპს „ჩირინას“ ლაბორატორიაში მოწმდება.
მოწმდება ქიმიური და მიკრობიოლოგიური მდგომარეობა და ნედლეული მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუკი წარმატებით გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას.
გარდა ამისა, სიმინდი და ხორბალი თერმულად მუშავდება. თერმული დამუშავება, თავის მხრივ, თავიდან გვაცილებს საკვების მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას. ამიტომ, ბიუ ბიუს ქათმები იკვებებიან მხოლოდ უსაფრთხო და ნატურალური საკვებით.
ბიუ ბიუს ქათმის წარმოება სრულიად საქართველოში ხდება, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საბოლოო პროდუქტის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.
ISO სტანდარტები
კომპანია „ჩირინამ“ დანერგა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000 HACCP-ის პრინციპებით. აღნიშნული სისტემის მიხედვით „ჩირინას“ სერტიფიცირება მოახდინა გერმანულმა სასერტიფიკაციო კომპანიამ TUV SUD.
ISO 22000 სერტიფიკატი მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის ხარისხის გარანტიაა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფს პროდუქციის უვნებლობისთვის საჭირო ყველა პირობასა და პროცედურას წარმოების ყველა რგოლში.
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა ის სერტიფიკატი და აღიარება რაც მოიპოვა შპს "ჩირინამ":
ISO 22000-ის და FSSC-ის სტანდარტის სერთიფიკატები:
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორის აღიარების სერთიფიკატები:
ჰალალ სერტიფიკატი (STAREGISTER)
2025 წლის 13 ოქტომბერს კომპანია "ჩირინამ" მოიპოვა ჰალალ სერტიფიკატი STAREGISTER-გან.
სერტიფიკატი აკმაყოფილებს ISO 9001:2015-QMS IAF Code:03 OIC/SMIIC 1:2019 "OIC/SMIIC 1:2019 General Requeriments for Halal Food" სტანდარტებს.
კომპანიის ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე ინკუბატორი წარმოადგენს.
წიწილების გამოჩეკვისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი ჰოლანდიურ Hatchtech-ის ტექნოლოგიების და სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს წიწილის ემბრიონის სათანადო განვითარებას.
კომპანია Hatchtech-ს თავის მხრივ განვითარებული აქვს ინკუბატორის მიკროკლიმატის კონტროლის ინოვაციური სისტემა, რისი დამსახურებითაც ლიდერობს მსოფლიო ბაზარზე ბოლო 20 წელია.
ბიუ ბიუს ფრინველი თანამედროვე და ევროპული სტანდარტების ფერმებში იზრდება, სადაც ყველა ძირითადი პროცესი ავტომატიზირებულია.
ქათმებს საკვები და სასმელი გადახურულ ფერმებში საჭირო რაოდენობით ავტომატურად მიეწოდება, რაც უზრუნველყოფს კვების რეჟიმის დაცვას და ფრინველის დაცვას გარე საფრთხეებისგან.
გამოზრდის პერიოდში მკაცრად დაცულია ბიოუსაფრთხოების წესები და აუცილებელი ტექნოლოგიური პარამეტრები: დასმის სიმჭიდროვე, განათება, გათბობა, ვენტილაცია და გაგრილება.
„ჩირინამ“ ფერმები ისრაელის კომპანია Agro Top-თან ერთად ააშენა. ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზირებული სისტემის გამართვა კომპანია Big Dutchman-მა უზრუნველყო.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქათამი იზრდება სუფთა და ჯანსაღ გარემოში.
ხორცის დამუშავების საწარმო აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ევროპული დანადგარებით.
ხორცის დამუშავების პროცესი, ადამიანის მინიმალური ჩართულობით, უმაღლესი სტანდარტის საწარმოო ხაზზე მიმდინარეობს, რის შედეგადაც ვიღებთ იდეალურად გასუფთავებულ ქათამს.
კომპანია „ჩირინას“ საწარმოო ხაზზე დანერგილია ინოვაციური ტექნოლოგია - ჰაერით გაციება, რის მეშვეობითაც ბიუ ბიუს ხორცპროდუქტები მაქსიმალურად მშრალია და მომხმარებელს გაყინლ წყალში ფულის გადახდა არ უწევს.
ლაბორატორია „სანა“ წარმოადგენს შპს „ჩირინას“ ერთეულს.
ლაბორატორია აკრედიტირებულია ISO 17025-2010 სტანდარტით, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
ლაბორატორია „სანა“-ში სრულყოფილად და რეგულარულად მოწმდება ბიუ ბიუს ქათმის ხორცის ხარისხი და ასევე ქათმის საკვები ნედლეულის ხარისხი სხვა და სხვა პარამეტრებით.
„სანა“ აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და სტანდარტებით. ლაბორატორია ემსახურება როგორც კომპანიას, ასევე ქართველ და უცხოელ მეფრინველეებს.
ბიუ ბიუს ქათამი მხოლოდ ბუნებრივ ნედლეულზე, ყველანაირი ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამარების გარეშე იზრდება, ამიტომ მისი მიღება არის სრულიად უსაფრთხო როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
ჩვენი საწარმოს ძირითადი პროდუქცია არის ქათმის ხორცპროდუქტები.
ჩვენთან სასურსათო კვერცხის მიზანმიმართული წარმოება არ ხდება.
საინტერესოა, რომ ორგულიან კვერცხს დედალი დებს ხოლმე კვერცხდების დაწყებისას და დასრულების პერიოდში. ეს კვერცხები საგემოვნო თვისებებით ჩვეულებრივ კვერხსებისგან არაფრით არ გამოირჩევა.
ინკუბატორშივე კვერცხების გადარჩევის პროცესში, ყველა ორგულიანი კვერცხი ხვდება სასურსათო კვერცხის კატეგორიაში, ისევე როგორც არასტანდარტული ზომის კვერცხები.
ყველა დანარჩენი სტანდარტული ზომის კვერცხი კი მიდის საინკუბაციო წარმოებაში და მათგან იჩეკებიან ბიუ ბიუს წიწილები.
ბიუ ბიუს ქათმის მთლიანი დამუშავებისას, კერძოდ მისი გაპუტვისას გამოიყენება სპეციოალური ავტომატური დანადგარი.
გაპუტვა ხდება საპუტი დანადგარის რბილი რეზინის თითებით, რომელიც ბუმბულთან ერთად აცლის კანის ეპიდერმისის (კანის კიდურა, ზედაპირულ უჯრედებს) შრეს, რომელიც არის ყვითელი. ამიტომ ამ შრის გარეშე ჩვენ ქათამს აქვს თეთრი ფერი.
თუ ჩვენ ხელთ ნაზად გავპუტავთ ჩვენ ქათამს, იგი იქნება ყვითელი ფერის, რადგან ის ყვითელი თხელი კანი არ მოშორდება.
ავტომატური დანადგარით გაპუტვის უპირატესობა კი იმაშია, რომ პროცესი უფრო ჰიგიენურია, ვიდრე ხელით გაპუტვისას.
ნედლი გაციებული ქათმის პროდუქციის ტემპერატურა არის 0°C -4°C ფარგლებში.
უმჯობესია ნედლი და ახალი პროდუქცია იმავე დღეს იქნეს გამოყენებული, ახალდაკლული ქათამი სახლის პირობებში, მაცივარში შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დაცვისას 5 დღე ინახება. თუ მის შენახვას მომხმარებელი მეტ ხანს აპირებს - საჭიროა საყინულეში მოთავსება.
დაუშვებელია გაყინული ქათმის გალღობა და ხელმეორედ გაყინვა.
ბიუ ბიუს ქათამი არის ბროილერის მეხორცულე ჯიშის, რომელიც სრულფასოვანი კვების და გამოზრდის თანამედროვე ტექნოლოგიური პარამეტრების დაცვით სწრაფად იზრდება და დასაკლავ წონას (1900-2200 გრ) აღწევს 38 დღეში.
ფრინველი ყველა საჭიროა საკვებ ნივთიერებას ღებულობს ისეთი პროპორციით, რომ სწრაფად და ყველანაირი ჰორმონალური დანამატების გარეშე მიაღწიოს სასურველ წონას.
ჩვენი პარტნიორი კომპანია GDG (Georgian Distribution Group) ახორციელებს პროდუქციის დისტრიბუციას. დისტრიბუციის მანქანები აღჭურვილია თანამედროვე მაცივრებით, რომელთაც აქვთ ტემპერატურის კონტროლის რეჟიმი, რაც საშუალებას გვაძლევს ბიუ ბიუს პროდუქტი საქართველოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტამდე მივიტანოთ.
ობიექტებზე მომარაგების პროცედურა არ აღემატება 40 წუთს.
ღვიძლს წყალი კი არა, სისხლი გასდის. ღვიძლი არის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო სადაც ხდება სისხლის დეპონირება (დამარაგება). დაკვლის შემდეგ ის როგორც სხეულის ყველა ნაწილი იცლება სისხლისგან, თუმცა სისხლის გარკვეული ნაწილი რჩება და უკვე შენახვის პერიოდში ხდება მისი დაცლა.
როცა ღვიძლს სისხლი გასდის ეს მისი სიახლის ნიშანია. 2-3 დღის ღვიძლს უკვე სისხლი არ გასდის.
არსებული პროდუქცია არის ნედლი, რომელსაც სხვა შეფუთვა არ გააჩნია (გაყინული ქათმის ხორცისგან განსხავებით, რომელიც უკვე შეფუთული იყიდება), ამიტომ სანიტარული უსაფრთხოება რომ დავიცვათ და პროდუქციის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ, არსებულ ცელოფნის პარკში უნდა ჩავდოთ, რომელიც არის სპეციალურად საჭმლის პროდუქციის ჩასადებად განკუთვნილი.
შეძენილი პროდუქციის ობიექტზე დატოვება არის ხშირი შეკითხვა მომხმარებლის მხრიდან, ეს პრაქტიკა სამწუხაროდ აკრძალულია ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით.
ასევე, ხშირია შემთხვევები როცა მომხმარებელს დაუტოვებია და დავიწყებია პროდუქციის წაღება და დაბრუნებულა რამდენიმე დღეში, როცა პროდუქციას უკვე ვადა ამოეწურა. რადგან საქმე ნედლ პროდუქტს ეხება, ამან შეიძლება გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვიოს მომხმარებლის მხრიდან, ამიტომ პროდუქციის ობიექტზე დატოვება აკრძალულია.
პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ რეალური წუნის არსებობის შემთხვევაში, რეალიზაციის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენით.
პროდუქციის მიღების პროცესში გაყიდვების პროგრამა გადართულია მომარაგების აღწერის რეჟიმზე, სწორედ ამიტომ პროდუქციის რეალიზაცია დროებით იზღუდება.
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების რაციონის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
ქათმის ხორცი მდიდარია A, B და D ვიტამინებით.
B - ვიტამინი აძლიერებს, იმუნიტეტს, არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, ზრდის ორგანიზმის მედეგობას შაკიკის, დიაბეტისა და მაღალი ქოლესტერინისგან.
D - ვიტამინი ძვლის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.
A - ვიტამინი თვალების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
ქათმის ხორცის წყალობით ორგანიზმი ითვისებს რკინას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ქათმის ხორცი შეიცავს ფოსფორს, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი კბილებისა და ძვლებისთვის.
მიტანის სერვისი ხელმისაწვდომია Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციებით.
გთხოვთ, საძიებო ველში აკრიფოთ „ბიუ ბიუ“, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და მიუთითოთ მისამართი.