biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
პენე ქათმით და ფეტათი

შუა კვირაში, სამუშაო დღის შემდეგ თქვენ გჭირდებათ რაიმე მარტივი და გემრიელი - ანუ პენე ქათმით და ფეტათი! ამ მსუბუქი ვახშამს რამდენიმე წუთში მოამზადებთ!

პენე ქათმით და ფეტათი

ინგრედიენტები (4 ულუფა)

500 გრამი ქათმის მკერდის ფილე

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

6-8 ღერო მწვანე ხახვი

1 ჭიქა ყველი ფეტა

500 გრამი პენე

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ზეითუნის ზეთი სქელძირიან ტაფაზე. დაუმატეთ მოგრძო ლუკმებად დაჭრილი ქათმის მკერდის ფილე, და საშუალო ცეცხლზე ბრაწეთ დაახლოებით 5-8 წუთი, სანამ ქათამი გაოქროსფერდება და მომზადდება. ხშირად ურიეთ. დაუმატეთ მწვანე ხახვი, შუშეთ 2 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ფეტა, მოაყარეთ მარილი და პილპილი და ამოურიეთ.
  2. ამასობაში მოხარშეთ პასტა: სქელძირიან ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მარილი. ჩაყარეთ პენე, და ადუღებიდან 8-10 წუთი ხარშეთ. (პენეს შეფუთვაზე აწერია მომზადების დრო). პენე არ უნდა იყოს გადახარშული. გადაწურეთ და გადაიტანეთ დიდ ჯამში.
  3. მოათავსეთ ქათმის მიქსი პენეზე, მსუბუქად ამოურიეთ, მორთეთ ცოცხალი მწვანე ხახვით და მიირთვით მაშინვე.
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge