biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის რულეტი გარგრის ჩირით

ქათმის ხორცს საკმაოდ ნეიტრალური გემო აქვს, ამიტომ ძალიან უხდება სხვადასხვა სუნელები და დანამატები. ამჯერად გთავაზობთ ბარკლის ძირის რულეტს გარგრის ჩირის, სუნელი ქარისა და მდოგვის შიგთავსით. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ!

ქათმის რულეტი გარგრის ჩირით

ინგრედიენტები (6 ულუფა)

6 ცალი ბარკლის ძირი

100 გრ მომჟავო გარგრის ჩირი

1 ს/კ გარგრის ჯემი

1 ჩ/კ მდოგვის მარცვალი

1/2 ჩ/კ ქარის სუნელი

მარილი, ახლადდაფქული შავი წიწაკა

ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

მწვანე სალათი მისართმევად

მომზადების წესი:

  1. ჩაალბეთ გარგრის ჩირი ცხელ წყალში 30 წუთით
  2. გააცალეთ ძვალი ბარკლის ძირებს
  3. საჭრელ დაფაზე მოათავსეთ შესაფუთი ცელოფანი, მასზე დადეთ ხორცის ნაჭრები, ზემოდანაც დააფარეთ ცელოფანი და ფრთხილად დაბეგვეთ ხორცი, ისე, რომ არ გაიხეს. მოაშორეთ ცელოფანი, მოაყარეთ ხორცს მარილი და პილპილი
  4. ბლენდერში გათქვიფეთ გარგრის ჩირი, დაუმატეთ ქარი, მდოგვი და ჯემი
  5. ბარკლის ძირებს შიგნითა მხრიდან წაუსვით გარგრის მასა, გადაახვიეთ რულეტად და შეკარით კბილის ჩხირებით
  6. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და შებრაწეთ რულეტები საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან
  7. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ თავზე და გააგრძელეთ შეწვა 10-15 წუთი, პერიოდულად აბრუნეთ, სანამ არ მომზადდება.
  8. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი რულეტები სალათის ფურცლებთან ერთად.

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ბარკლის ძირი გაყინული
biobio.ge