რეცეპტები
ქათამი ბროწეულის ბაჟეში
მთლიანი ქათამი 1 ცალი
ნიგოზი 300 გრ.
ნიორი 2 კბილი
ბროწეულის წვენი 250 გრ.
დაღერღილი წიწაკა ¼ ჩ.კ.
მარილი 1/2 ჩ.კ.
|
|
მომზადების წესი:
- ქათამს გააცალეთ კანი და გაჭერით.
- მოაყარეთ მარილი.
- ტაფაზე დაასხით ზეთი და მოათავსეთ ქათამი.
- შეწვით ორივე მხრიდან.
- ბლენდერში ჩაყარეთ ნიგოზი, ნიორი, დაღერღილი წიწაკა და მარილი.
დაუმატეთ ბროწეულის წვენი.
კარგად დააბლენდერეთ.
- ბროწეულის ბაჟე მოათავსეთ ჯამში და ჩააწყვეთ შემწვარი ქათმის ნაჭრები.
- სურვილისამებრ მოაყარეთ ბროწეული.
ისიამოვნეთ!
Notice: Undefined variable: product_query in
/home/biobio/public_html/modules/recipes/includes/inner_part.php on line
62