|
|
დაგჭირდებათ:
ქათმის ფილე 2 ცალი
სალათის ფოთოლი
წითელი ბულგარული 1 ცალი
ყვითელი ბულგარული 1 ცალი
ჩერი პომიდორი 5-6 ცალი
ავოკადო 1 ცალი
ცხარე სუნელის მიქსი:
პაპრიკა 2 ჩ.კ.
წითელი წიწაკა ½ ჩ.კ.
ორეგანო 1 ჩ.კ.
ქონდარი 1 ჩ.კ.
მარილი 1 ჩ.კ.
სოუსი:
ნიორი 1 კბილი
ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
ლიმონის წვენი 2 ს.კ.
ცხარე სუნელი 1 ჩ.კ.
გაწურული მაწონი 200 გრ.
ჯამში ჩაყარეთ პაპრიკა, წითელი წიწაკა, ქონდარი, ორეგანო და მარილი.
აურიეთ.
ქათმის ფილეს მოაყარეთ 1 ჩ.კ. სუნელების მიქსი.
ტაფაზე დაასხით ზეთი.
შეწვით ქათმის ფილე.
გადაიტანეთ შემწვარი ქათმის ფილე ღუმელში და გამოაცხვეთ 70° გრადუსზე 10 წთ.
ფიალაში ჩაყარეთ სუნელების მიქსი, ნიორი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და გაწურული მაწონი.
ჯამში მოათავსეთ სალათის ფოთლები, ავოკადო, პომიდორი და ბულგარული.
დაუმატეთ გამომცხვარი ქათმის ფილე.
მოასხით სოუსი.
ისიამოვნეთ!