ქათმის შნიცელი არაჟნის სოუსით

ქათმის შნიცელი არაჟნის სოუსით

ინგრედიენტები (4ულუფა): 

600 გრ. ქათმის მკერდის ფილე, 

2 ს/კ ფქვილი, 

2 კვერცხი, 

1 ჩ/კ მდოგვი, 

100 გრ. საფანელი, 

3 ს/კ ერბო შესაწვავად, 

მარილი, 

პილპილი, 

არაჟნის სოუსი, 

2 მჟავე კიტრი, 

1 შეკვრა ახალი (მწვანე) ხახვი, 

2 ს/კ კაპარი (მწნილის სახით იყიდება სუპერმარკეტებში), 

ნახევარი ლიმონი, 

200 გრ. არაჟანი, 

მარილი, 

პილპილი. 

 

მომზადების წესი: მოამზადეთ სოუსი. ამისთვის მჟავე კიტრი, ხახვი და კაპარი დაჭერით წვრილად. ლიმონი ცხელი წყლით გარეცხეთ და ცედრა გახეხეთ. დაუმატეთ არაჟანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ ქათმის ფილე ცივი წყლით გარეცხეთ, გააშრეთ და 1 სმ. სისქის ნაჭრებaდ დაჭერით. ერთ თეფშზე აურიეთ ფქვილი, მარილი და პილპილი, მეორე ღრმა თეფშში ათქვიფეთ კვერცხი მდოგვთან ერთად, ხოლო მესამე თეფშზე დაყარეთ საფანელი. ქათმის ნაჭრები ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხში და შემდეგ საფანელში. ტაფაზე გააცხელეთ ერბო და შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე, სანამ გაოქროსფერდება, დაახლოებით 3 წუთით თითო მხრიდან. მზა შნიცელი ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეაშრეს, და მიიტანეთ სუფრასთან არაჟნის სოუსთან ერთად.

ნახეთ ასევე

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

ინგრედიენტები (2ულუფა): 

1 ქათამი (1000 გრ), 

4 კბილი ნიორი, 

2 ტოტი როზმარინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი როზმარინი), 

1 ლიმონი, 

1 ს/კ ცხარე მდოგვი, 

1 ს/კ ტკბილი მდოგვი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

პილპილი,

მარილი. 

 

მომზადების წესი: ქათამი სირგძეზე გაჭერით ორად. ნიორი დაჭერით თხლად. როზმარინიც 2–2 სმ სიგრძეზე დაჭერით. თითებით, დანის ბლაგვი პირით ან კოვზის ბოლოთი ფრთხილად ააცალეთ კანი ხორცს. როზმარინი და ნიორი თანაბრად გადაანაწილეთ კანქვეშ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ქათმის ნახევრები ზედ დააწყვეთ და მოაყარეთ პილპილ/მარილი. გახეხეთ ლიმონის ცედრა, ხოლო ლიმონი გამოწურეთ. ცედრა და წვენი შეურიეთ ცხარე და ტკბილ მდოგვს, და ზეითუნის ზეთს. მიღებული სოუსი წაუსვით ქათამს გარედან. მოათავსეთ ქათამი ღუმელში, ტემპერატურას დაუწიეთ 160 გრადუსამდე და 45 წუთის განმავლობაში ბრაწეთ.

ვრცლად
ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ინგრედიენტები (6 ულუფა): 

1 კგ ქათმის ღვიძლი, 

3 დიდი ხახვი, 

5-6 სუფრის კოვზი ქათმის ცხიმი (ან ერბო), 

1 ჩ/კ თხევადი თაფლი, 

100 მლ კარგი პორტვეინი ან სხვა მაგარი(დასპირტული) ღვინო,მწიკვი

გახეხილი მუსკატის მარცვალი, 

მარილი, 

შავი და თეთრი პილპილი,

 ტოსტი ან ბაგეტი სუფრასთნ მისატანად.

 

მომზადების წესი (მომზადება დაიწყეთ 13 საათით ადრე):  ღვიძლს გააცალეთ შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც მის ორ ნაწილს აერთებს. კარგად შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.   გაასუფთავეთ და ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი. ნახევარი ცხიმი გაადნეთ ტაფაზე და მოშუშეთ ხახვი ნელ ცეცხლზე, ონდავ გაოქროსფერებამდე, ისე, რომ არ დაგეწვათ. დაახლოებით 15 წუთის მანძილზე.   დანარჩენი ცხიმი გააცხელეთ სქელძირიან ქვაბში და შეწვით ღვიძლი ნაწილ-ნაწილ, ისე, რომ ყველა გვერდი მსუბუქად გაუყავისფრდეს (შიგნიდან უმი უნდა დარჩეს). შემწვარიღვიძლები გადაიტანეთ თბილ თეფშზე და შეწვით შემდეგი პარტია. შეწვისას ფრთხილად იყავით: ღვიძლი მაღალ ტემპერატურაზე სკდება და წვენი ცხიმთან ერთად შიშხინსიწყებს, ამიტომ წვის დროს ეცადეთ ქვაბს თავზე დააფაროთ სპეციალური ბადე თავსახური ან უბრალოდ ფოლგა.   როცა ღვიძლს მთლიანად შეწვავთ, ჩააბრუნეთ ქვაბშითავისივე წვენთან ერთად, დაუმატეთ პორტვეინი და შუშეთ 2 წუთით.   დაუმატეთ მოშუშული ხახვი, თაფლი, მუსკატი, მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ და შუშეთ 3-4 წუთი ყველაზე დაბალ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და დააცადეთ კერძს 30 წუთი, რომ ქვაბშივე გაგრილდეს.   ათქვიფეთ პაშტეტი ბლენდერით ან სამზარეულოს კომბაინშითქვენთვის სასურველ კონსისტენციამდე.   გადაიტანეთ პაშტეტი შესანახ კონტეინერშიდა 12 საათით შედგით მაცივარში. სუფრასთან მიიტანეთ ცივი პაშტეტი ცხელ ტოსტის პურთან ან ბაგეტთან ერთად. 

ვრცლად