პენე ქათმით და ფეტათი

პენე ქათმით და ფეტათი

ინგრედიენტები (4ულუფა): 

500 გრამი ქათმის მკერდის ფილე, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

6-8 ღერო მწვანე ხახვი, 

1 ჭიქა ყველი ფეტა, 

500 გრამი პენე, 

მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესი: გააცხელეთ ზეითუნის ზეთი სქელძირიან ტაფაზე. დაუმატეთ მოგრძო ლუკმებად დაჭრილი ქათმის მკერდის ფილე, და საშუალო ცეცხლზე ბრაწეთ დაახლოებით 5-8 წუთი, სანამ ქათამი გაოქროსფერდება და მომზადდება. ხშირად ურიეთ. დაუმატეთ მწვანე ხახვი, შუშეთ 2 წუთი.გადმოდგით ცეცხლიდან,დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ფეტა, მოაყარეთ მარილი და პილპილი და ამოურიეთ. ამასობაში მოხარშეთ პასტა: სქელძირიან ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მარილი. ჩაყარეთ პენე, და ადუღებიდან 8-10 წუთი ხარშეთ. (პენეს შეფუთვაზე აწერია მომზადების დრო). პენე არ უნდა იყოს გადახარშული. გადაწურეთ და გადაიტანეთ დიდ ჯამში. მოათავსეთ ქათმის მიქსი პენეზე, მსუბუქად ამოურიეთ, მორთეთ ცოცხალი მწვანე ხახვით და მიირთვით მაშინვე.

ნახეთ ასევე

ქათმის წვნიანი

ქათმის წვნიანი

ინგრედიენტები:                   

ბულიონის ნაკრები   1შეკვრა,       

ხახვი   120გ,       

ბარდა   60გ,       

სტაფილო   120გ,      

ნიორი   6გ,       

კარაქი   30გ,       

ფქვილი   45გ,       

რძე   500მლ,       

ქათმის ფილე   350გ,       

პასტა (მაკარონი)   250გ,       

მარილი   15გ.    

 

მომზადების წესი: დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში დაადგით ბულიონი (ქვაბში ჩაუშვით ბულიონის ნაკრები, ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, სტაფილოს გარეცხილი კანი და დაასხით წყალი ისე, რომ პროდუქტი კარგად დაფაროს). ქვაბში ჩაუშვით შჯუაზე გაჭრილი ქათმის ფილე დაასხით მარილ-წყალი, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში სიცივეში და შემდეგ მოხარშეთ 10 წუთის განმავლობში. ტაფაზე მოხალეთ ფქვილი ოქროსფრამდე, დაასხით გამღვალი კარაქი, აურიეთ ერთმანეთში (რუ(კარგად შერევის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან)). გამზადებული ბულიონი გადაწურეთ, გადაწურულ სითხეში ჩაამატეთ რძე, დაადგით საშვალო დონის ცეცხლზე, წამოდუღების შემდეგ სწრაფ მორევის პარალელურად ჩაამატეთ ფქვილის და კარაქის მასა (რუ) და შეასქელეთ ბულიონი. წვნიანის მომზადების პარალელურად მოხარშეთ პასტა (ფუსილი). წვრილ სლაისებად დაჭრილი სტაფილო, ბარდა, პასტა (ფუსილი) და მოხარშული და თხლად დაჭრილი ქათამი ჩაუშვით სასურველ ჭურჭელში და ზემოდან დაასხით ბულიონის მასა. წვნიანი მზად არის, გადაიტანეთ სასურველ ჭურელში და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად
თხელ ცომში შემწვარი ქათმის კისერი

თხელ ცომში შემწვარი ქათმის კისერი

ინგრედიენტები:                    

ქათმის კისერი   200გ,       

ფქვილი   100გ,       

სიმინდის სახამებელი   50გ,       

კვერცხი   1ც,       

წყალი   50გ,       

ნივრის ფხვნილი   10გ,       

ჯინჯერის ფხვნილი   10გ,       

კუმინი   8გ,       

მწვანე ხახვი   10გ,       

ლაიმი   20გ,       

ქინძი   10გ,       

ხალაპენიო   8გ.              

 

მომზადების წესი: ფქვილით, სიმინდის სახამებლით, კვერცხით, სუნელებით და წყლით გააკეთეთ თხელი ცომი ( მშრალი ინგრედიენტები კარგად გახსენით თხევადში), დააყოვნეთ ცოტახნიტ, რათა გემოები გაუჯდეს. ქათმის კისერი დაამუშავეთ, მოაშორეთ ზედმერი ცხიმი. გაამზადეთ ქვაბში ზეთი და გააცხელეთ 160 გრადუსზე. დამუშავებული ქათმის კისერი ამოავლეთ ცომში და ბრთხილად ჩაუშვით ზეთში , დააცადეთ მომზადება 7-8 წუთის განმავლობაში და მომზადების შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდზე რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს. კერძი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელზე, მოაყარეთ მწვანე ხახვი, ხალაპენიო, მოაწურეთ ლაიმი გემოვნებით და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად
ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ინგრედიენტები (4-6ულუფა): 

1 ქათამი 2 კგ, 

200 მლ შავი ლუდი, 

1 ს/კ მუქი თაფლი, 

1 ს/კ მდოგვი, 

5-6 კბილი ნიორი, 

1 ს/კ როზმარინის ფოთლები ან 1 ჩ/კ ქინძი, 

1 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი. 

 

მომზადების წესი: მოამზადეთ ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი განიერი ყელით (თუ ასეთი არ გაქვთ გამოიყენეთ ჩვეულებრივი ლუდის ბოთლი). საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოთლი, სრულიად მოაცილეთ ეტიკეტი და წებო. 

ჩაასხით ბოთლში ლუდი. ჩაყარეთ ნიორი და როზმარინი. აურიეთ ერთად მდოგვი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. წაუსვით ქათამს შიგნიდანაც და გარედანაც. მკერდთან გაჭერით კანი და ფრთები ჩაუდეთ ჯიბეებში დასვით ქათამი ბოთლზე. ღუმელში შედგით ღრმა ფორმა, მასზე მოათავსეთ ბოთლი ქათმით. ფორმაში ცოტა წყალი ჩაასხით, რომ ქათმისგან გამოსული ცხიმი არ მიეკრას და არ დაიწვას. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე, როცა გაცხელდება აუწიეთ 200 გრადუსამდე და შებრაწეთ ქათამი 20-25 წუთით. შემდეგ დაუწიეთ 160 გრადუსამდე და კიდევ 40 წუთი წვით. მომზადებული ქათამი გამოიღეთ ღუმლიდან, ფრთხილად გამოაცალეთ ბოთლი და დაჭერით ულუფებად.

ვრცლად