ქათამი პროვანსულად

ქათამი პროვანსულად

ინგრედიენტები (6-8ულუფა): 

1 ქათამი 1.5 – 1.8 კგ, 

400 გრ. ქამა სოკო, 

6 საშუალო პომიდორი, 

1 დიდი ხახვი, 100 გრ. ზეთისხილი, 

1-2 კბილი ნიორი, 

150 მლ მშრალი თეთრი ღვინო, 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

ერთი კონა როზმარინის ფოთლები, 

1 ს/კ მშრალი ბეგქონდარა, (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

½ ჩ/კ ცერეცოს/კამის თესლი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი. 

 

მომზადების წესი: დაჭერით ქათამი ულუფებად პომიდორი დასერეთ ჯვარედინად და 1 წუთით ჩადეთ მდუღარეში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. მოაცალეთ კანი და ამოაცალეთ შიგთავსი, დაჭერით კუბებად. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით ალყა-ალყა ან ნახევარწრეებად. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ქამა სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ ხელსახოცით და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე გაყავისფრებამდე. გადმოიღეთ თეფშზე და დროებით გვერდზე გადადეთ. იმავე ქვაბში დარჩენილ ზეთში შეწვით ხახვი, ნიორი და ცერეცოს თესლი საშუალო ცეცხლზე. ხახვი რომ შეყავისფრდება დაუმატეთ პომიდორი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და შუშეთ 5-7 წუთი. შეაზავეთ მარილით და პილპილით ჩაასხით ქვაბში ღვინო და 100 მლ წყალი, ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები, დააფარეთ თავსახური და შუშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ დაამტეთ ზეთისხილი და როზმარინი , დაუწიეთ მინიმუმამდე ცეცხლს და შუშეთ თავდახურული 10-15 წუთი დაუმატეთ სოკო, კარგად ამოურიეთ და შუშეთ კიდევ 3-5 წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ ბეგქონდარა.

ნახეთ ასევე

შქმერული

შქმერული

დაგვჭირდება:

ბიუ ბიუს ქათამი 1,200გრ

მარილი გემოვნებით

კარაქი ან ერბო 100გრ

დანაყული ნიორი 80გრ

წყალი 400მლ


მომზადების წესი:

ქათამი დავამუშაოთ და გავრეცხოთ. შემდგომში გაზის ფარსუნკის დახმარებით შევტრუსოთ.

მოვაყაროთ მარილი ორივე მხარეს. საცხობ ტაფაზე მოვათავსოთ 50კარაქი. კარქის ზედაპირზე მოვთავსოთ ქათამი და ასევე 50გრ კარაქი მოვათავსოთ ქათმის ზედაპირზე. 

გამოვაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200გრადუსზე. 

40 წუთის განმავლობაში. გამოცხვარი გავაგრილოთ შემდგომში დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. ტაფის ნამწვაში დარჩენილი ცხიმი წამოვადუღოთ.

დაუმატოთ დანაყული ნიორი და მოვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. 

როდესაც მოითუშება დავუმატოთ წყალი, გავხსნათ სითხე. 

მოვათავსოთ შემწვარი ქათამი. 

ვადუღოთ ადუღებიდან 3 წუთი. 

მზა კერძი მოვათავსოთ სერვირების თეფშზე.

ვრცლად
სალათი ცეზარი

სალათი ცეზარი

ინგრედიენტები (6 ულუფა): 

4 ცალი მოხარშული ქათმის ბარკალი, 

2 თავი რომაული სალათის ფურცელი, 

რამდენიმე ფურცელი რადიჩიო, 

50 გრამი ყველი პარმეზანი, (დღეს უკვე სალათის ფურცლების მრავალფეროვანი არჩევანია, შეგიძლიათ ცადოთ სხვა ვარიანტებიც),

კრუტონებისთვის 250 გრამი თეთრი პური,

1 კბილი ნიორი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი სოუსისთვის, 

50 გრამი ყველი პარმეზანი, 

2 ს/კ 20-30%-იანი არაჟანი, 

1 ს/კ კაპარი, (კაპარის მწნილი იყიდება სუპერმარკეტებში) ნახევარი ლიმონის წვენი, 

½ ჭიქა ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მარილი,

ახლად დაფქული შავი წიწაკა.

 

მომზადების წესი: მოამზადეთ კრუტონები. გაასუფთავეთ ნიორი, დაჭყლიტეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთში. დააყოვნეთ 15 წუთით. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. პურს მოაჭერით კანი. დაჭერით 1 სმ-იან კუბებად. დააწყვეთ კუბები ღუმელის ტაფაზე, მოასხით ნივრიანი ზეთი, აურიეთ და შედეთ გახურებულ ღუმელში. აცხვეთ კრუტონები გაყავისფერებამდე, დაახლოებით 10 წუთი მოამზადეთ სოუსი - გარეცხეთ კაპარები ცივ წყალში და დაწურეთ. წვრილად გახეხეთ პარმეზანი კაპარები დაჭყლიტეთ სანაყში მარილთან და წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და პარმეზანი. დანაყეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი, არაჟანი, და კიდევ ერთხელ კარგად ამოურიეთ. ქათმის ბარკლებს გააცალეთ კანი და ძვლები. დაჭერით მომცრო ნაჭრებად. სალათის ფურცლები და რადიჩიო ხელით მსხვილად დაანაწევრეთ დიდ ჯამში მოათავსეთ სალათის ფურცლები, დააწყვეთ ქათამი და მოასხით სოუსი. ფრთხილად ამოურიეთ დარჩენილი პარმეზანი თხელ ნაჭრებად დაჭერით. მოათავსეთ სალათზე პარმეზანის ფურცლები და კრუტონები. სუფრასთან მაშინვე მიიტანეთ, სხვაგვარად სალათის ფურცლები მალე დაჭკნება და სალათი დაკარგავს მიმზიდველობას.

ვრცლად