ბიუ ბიუს ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ჩირინა“-ს დანერგილი აქვს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000 HACCP-ის პრინციპებით. აღნიშნული სისტემის მიხედვით „ჩირინა“-ს სერტიფიცირება მოახდინა გერმანულმა სასერტიფიკაციო კომპანია TUV SUD-მა.
ISO 22000 სერტიფიკატი მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის ხარისხის გარანტიაა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფს პროდუქციის უვნებლობისთვის საჭირო ყველა პირობასა და პროცედურას წარმოების ყველა რგოლში.