სალათი ცეზარი

სალათი ცეზარი

ინგრედიენტები (6 ულუფა): 

4 ცალი მოხარშული ქათმის ბარკალი, 

2 თავი რომაული სალათის ფურცელი, 

რამდენიმე ფურცელი რადიჩიო, 

50 გრამი ყველი პარმეზანი, (დღეს უკვე სალათის ფურცლების მრავალფეროვანი არჩევანია, შეგიძლიათ ცადოთ სხვა ვარიანტებიც),

კრუტონებისთვის 250 გრამი თეთრი პური,

1 კბილი ნიორი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი სოუსისთვის, 

50 გრამი ყველი პარმეზანი, 

2 ს/კ 20-30%-იანი არაჟანი, 

1 ს/კ კაპარი, (კაპარის მწნილი იყიდება სუპერმარკეტებში) ნახევარი ლიმონის წვენი, 

½ ჭიქა ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მარილი,

ახლად დაფქული შავი წიწაკა.

 

მომზადების წესი: მოამზადეთ კრუტონები. გაასუფთავეთ ნიორი, დაჭყლიტეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთში. დააყოვნეთ 15 წუთით. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. პურს მოაჭერით კანი. დაჭერით 1 სმ-იან კუბებად. დააწყვეთ კუბები ღუმელის ტაფაზე, მოასხით ნივრიანი ზეთი, აურიეთ და შედეთ გახურებულ ღუმელში. აცხვეთ კრუტონები გაყავისფერებამდე, დაახლოებით 10 წუთი მოამზადეთ სოუსი - გარეცხეთ კაპარები ცივ წყალში და დაწურეთ. წვრილად გახეხეთ პარმეზანი კაპარები დაჭყლიტეთ სანაყში მარილთან და წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და პარმეზანი. დანაყეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი, არაჟანი, და კიდევ ერთხელ კარგად ამოურიეთ. ქათმის ბარკლებს გააცალეთ კანი და ძვლები. დაჭერით მომცრო ნაჭრებად. სალათის ფურცლები და რადიჩიო ხელით მსხვილად დაანაწევრეთ დიდ ჯამში მოათავსეთ სალათის ფურცლები, დააწყვეთ ქათამი და მოასხით სოუსი. ფრთხილად ამოურიეთ დარჩენილი პარმეზანი თხელ ნაჭრებად დაჭერით. მოათავსეთ სალათზე პარმეზანის ფურცლები და კრუტონები. სუფრასთან მაშინვე მიიტანეთ, სხვაგვარად სალათის ფურცლები მალე დაჭკნება და სალათი დაკარგავს მიმზიდველობას.

ნახეთ ასევე

ხრაშუნა ქათმის ფრთები

ხრაშუნა ქათმის ფრთები

ჯანსაღი და გემრიელი ხემსის მომზადებას თუ ფიქრობ დღევანდელი დღისთვის, დაუვიწყარ თამაშს ცხელ-ცხელი ხრაშუნა ქათმის ფრთები განსაკუთრებულად უხდება

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

1 კგ ქათმის ფრთები

200-300 გრ. პანკო ( ან სხვა საფანელი )

3 კვერცხი

მარილი

პაპრიკა

წიწაკა

500 მლ. ზეთი

მომზადების წესი:

გავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად,

პანკოს საფანელს დავუმატოთ სანელებლები და გადავურიოთ.

ზეთი ჩავასხათ ქვაბში და დავდგათ ქურაზე საშუალო ცეცხლზე.

ფრთები რიგრიგობით ამოვავლოთ კვერცხსა და საფანელში და მოვათავსოთ ადუღებულ ზეთში, შევწვათ 4-4 წუთით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

ვრცლად
ქათმის და სოკოს ჟიულენი ყველით

ქათმის და სოკოს ჟიულენი ყველით

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე 600 გრ.
  • ხახვი 150 გრ. ( 2 ცალი)
  • კარაქი 20 გრ.
  • ქამა სოკო 500 გრ.
  • მარილი (პილპილი, შებოლილი პაპრიკა)
  • ფქვილი 50 გრ.
  • ყველი 150 გრ. (სულგუნი, მოცარელა ან გაუდა)
  • ნაღები 20% 500 მლ.

მომზადების წესი:

  1. ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ კარაქში 2 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. 
  2. დავუმატოთ დაჭრილი სოკო, ქათმის ფილეს კუბები და ავდუღოთ 10 წუთი.
  3. მოვაყაროთ ფქვილი და ავურიოთ. 
  4. შევამციროთ ცეცხლი, დავასხათ ნაღები, მარილი, მოვაყაროთ სანელებლები და მივიყვანოთ ჩვენი სოუსი შესქელებამდე 5-7 წუთის განმავლობაში.
  5. ჟულიენს ვასერვირებთ ნებისმიერი ფორმით (შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი დიდი ან რამოდენიმე პატარა ღრმა ჭურჭელი).
  6. ზემოდან მოვაყაროთ ყველი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით 180° C გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!

 

ვრცლად