ქათმის ბლინები

ქათმის ბლინები

დაგჭირდებათ:

  • 1კგ ქათმის ფილე
  • 1 თავი ხახვი
  • 3ც სტაფილო
  • მარილი

ბლინები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • 5ც კვერცხი
  • 450 გრ ფქვილი
  • 1 ს/კ ზეთი
  • მარილი

მომზადების წესი:

კვერცხი და მარილი გავთქვიფოთ გათეთრებამდე.

დავამატოთ 1 ლიტრი წყალი და შევაზილოთ ფქვილი.

ჩავასხათ 1 კოვზი ზეთი და თხელ ფენებად შევწვათ ტაფაზე.

გამოდის 20-დან 25 ცალამდე დიდი ზომის ბლინი. გემრიელად მიირთვით!

ნახეთ ასევე

ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში

ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვილი (1,5 სმ სისქეზე), 

1 ს/კ კარაქი, 

1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

მარილი,

ახლად დაფქული შავი წიწაკა, 

½ ჭიქა ქათმის ბულიონი, 

2/3 ჭიქა მაღალცხიმიანი ნაღები (35%+), 

2 ს/კ მდოგვი, 

2 ს/კ ქორფა ოხრახუში, წვრილად დაჭრილი.

 

მომზადების წესი: ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და ზეთი, საშუალო-მაღალ ცეცხლზე. ქათმის ფილე კარგად შეკმაზეთ მარილით და შავი წიწაკით, და 5 წუთით შებრაწეთ თითო მხარეს. ბოლომდე რომ შეიწვება გადმოიტანეთ თეფშზე, დააფარეთ ალუმინის ფურცელი. დაასხით ტაფაზე ქათმის ბულიონი, დაუმატეთ ნაღები, მდოგვი და ოხრახუში. დაახლოებით 3 წუთი ურიეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ სოუსი გასქელდება. მოასხით სოუსი ქათამს და მიირთვით თბილი. 

ვრცლად
ქათმის კოტლეტი

ქათმის კოტლეტი

ინგრედიენტები (6ულუფა):

1კგ ფარშირებული ქათმის ხორცი,

4-5 ნაწერი თეთრი პური,

½ ჭიქა რძე,

2 ს/კ მაღალცხიმიანი ნაღები,

2 კვერცხი,

70 გრამი კარაქი,

1 ჭიქა საფანელი,

ერბო,

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი:​ ქათმის ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპმანქანაში პური ჩაალბეთ რძეში და გაწურეთ პური დაუმატეთ ფარშს, იქვე დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ნაღები. კარგად ამოურიეთ, ჩააყარეთ მარილი და პილპილი. კიდევ ერთხელ ამოურიეთ. ფარში უნდა იყოს რბილი, მაგრამ წვენი არ უნდა გასდიოდეს, რომ კატლეტის ფორმა მიიღოს ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, ცალკე თეფშზე დაყარეთ საფანელი ფარში გაყავით რამდენიმე ნაწილად და სველი ხელით მიეცით ოვალური კატლეტების ფორმა. ამოავლეთ კატლეტები კვერცხში, შემდეგ საფანელში. გააცხელეთ ტაფაზე ერბო 1 სმ სიმაღლეზე, და ყველა მხრიდან შეწვით კატლეტი საშუალო ცეცხლზე გაოქროსფერებამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავზე და კიდევ 5-7 წუთი წვით.

ვრცლად