ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ინგრედიენტები (6 ულუფა): 

1 კგ ქათმის ღვიძლი, 

3 დიდი ხახვი, 

5-6 სუფრის კოვზი ქათმის ცხიმი (ან ერბო), 

1 ჩ/კ თხევადი თაფლი, 

100 მლ კარგი პორტვეინი ან სხვა მაგარი(დასპირტული) ღვინო,მწიკვი

გახეხილი მუსკატის მარცვალი, 

მარილი, 

შავი და თეთრი პილპილი,

 ტოსტი ან ბაგეტი სუფრასთნ მისატანად.

 

მომზადების წესი (მომზადება დაიწყეთ 13 საათით ადრე):  ღვიძლს გააცალეთ შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც მის ორ ნაწილს აერთებს. კარგად შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.   გაასუფთავეთ და ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი. ნახევარი ცხიმი გაადნეთ ტაფაზე და მოშუშეთ ხახვი ნელ ცეცხლზე, ონდავ გაოქროსფერებამდე, ისე, რომ არ დაგეწვათ. დაახლოებით 15 წუთის მანძილზე.   დანარჩენი ცხიმი გააცხელეთ სქელძირიან ქვაბში და შეწვით ღვიძლი ნაწილ-ნაწილ, ისე, რომ ყველა გვერდი მსუბუქად გაუყავისფრდეს (შიგნიდან უმი უნდა დარჩეს). შემწვარიღვიძლები გადაიტანეთ თბილ თეფშზე და შეწვით შემდეგი პარტია. შეწვისას ფრთხილად იყავით: ღვიძლი მაღალ ტემპერატურაზე სკდება და წვენი ცხიმთან ერთად შიშხინსიწყებს, ამიტომ წვის დროს ეცადეთ ქვაბს თავზე დააფაროთ სპეციალური ბადე თავსახური ან უბრალოდ ფოლგა.   როცა ღვიძლს მთლიანად შეწვავთ, ჩააბრუნეთ ქვაბშითავისივე წვენთან ერთად, დაუმატეთ პორტვეინი და შუშეთ 2 წუთით.   დაუმატეთ მოშუშული ხახვი, თაფლი, მუსკატი, მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ და შუშეთ 3-4 წუთი ყველაზე დაბალ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და დააცადეთ კერძს 30 წუთი, რომ ქვაბშივე გაგრილდეს.   ათქვიფეთ პაშტეტი ბლენდერით ან სამზარეულოს კომბაინშითქვენთვის სასურველ კონსისტენციამდე.   გადაიტანეთ პაშტეტი შესანახ კონტეინერშიდა 12 საათით შედგით მაცივარში. სუფრასთან მიიტანეთ ცივი პაშტეტი ცხელ ტოსტის პურთან ან ბაგეტთან ერთად. 

ნახეთ ასევე

ქათამი ღვინოში

ქათამი ღვინოში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

1 ქათამი (1.3 კგ), 

150 გრ შებოლილი შაშხი, 

4 ტოტი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

2 ფოთოლი დაფნა, 

1 ს/კ ზეთი, 

3 ს/კკარაქი, 

2 ს/კ ფქვილი, 

0.5 ლ. წითელი ღვინო, 

200 გრ.ქამა სოკო, 

200 გრ. ხახვი, 

„შალოტი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წითელი ხახვით), 

მეოთხედი კონა ოხრახუში, 

მარილი,

პილპილი. 

 

მომზადების წესი: ქათამი დაანაწევრეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და შეაშრეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შაშხი დაჭერით წვრილად. მწვანილები გარეცხეთ ცივ წყალში. ზეთი და 1 კოვზი კარაქი გააცხელეთ კასეროლში. დაყარეთ შაშხი და ოდნავ მობრაწეთ. შაშხი ამოიღეთ და ქათმის ნაჭრები რიგ–რიგობით შებრაწეთ და ამოიღეთ. დარჩენილ ცხიმში ჩაყარეთ ფქვილი და ოდნავ შეწვით. დაუმატეთ ღვინო და წამოადუღეთ. შემდეგ ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები დაუმატეთ დაფნა და ბეგქონდარა/ქონდარი და 25 წუთით დაბალ ცეცხლზე შუშეთ. გაასუფთავეთ ხახვი. გაწმინდეთ სოკო. დარჩენილი კარაქი ტაფაზე გაადნეთ და მობრაწეთ სოკო ხახვთან ერთად 2–3 წუთით. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმზე და 10 წუთი შუშეთ. დაუმატეთ შაშხი კარგად ამოურიეთ და ეს ყველაფერი დაუმატეთ ქათამს კასეროლში. შუშეთ დამატებით 25 წუთი. ბოლოს მოაყარეთ ოხრახუში.

ვრცლად