ქათმის ფლოვი

ქათმის ფლოვი

ინგრედიენტები (10ულუფა) - მომზადება დაიწყეთ 4 საათით ადრე: 

8 ცალი მთლიანი ბარკალი (ძვალ და კან გაცლილი), 

200 გრამი ქათმის ცხიმი, 

1 კგ საშუალო სიგრძის ბრინჯი, 

1 კგ წვნიანი სტაფილო, 

3 საშუალო ხახვი, 

3-4 თავი ნიორი დიდი მუჭა მუქი ქიშმიში, 

თითო ჩ/კ დაფქული პაპრიკა, 

ძირა, 

ქინძი,

1 ს/კ კოწახური,

მარილი (გემოვნებით). 

 

მომზადების წესი: ქათმის ბარკლის ფილე დაჭერით 5-6 ნაწილად, დაამარილეთ ყველა მხრიდან, შეფუთეთ საჭმლის შესაფუთი ლენტით და შედეთ მაცივარში 3 საათით. ასე ხორცი შეინარჩუნებს წვენს ფლოვში ბრინჯი რაც შეიძლება კარგად გარეცხეთ, და დაასხით ოთახის ტემპერატურის ბოთლის წყალი ისე, რომ ორი თითის სიმაღლეზე დაფაროს ბრინჯი. კარგად დაამარილეთ და დატოვეთ 3 საათით. ამავდროულად ცივ წყალში ჩაალბეთ ქიშმიში. გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო. ხახვი დაჭერით ნახევარწრიულად. სტაფილო წვრილად დაჭერით (მხოლოდ არ გახეხოთ!) წვრილად დაჭერით ცხიმი, და ქვაბში გააცხელეთ გაყავისფერებამდე ცხიმში ჩააყარეთ ხახვი და შებრაწეთ გაყვითლებამდე. მოუმატეთ ცეცხლს ჩაყარეთ ქათმის ხორცი და შებრაწეთ ყველა მხრიდან. ჩაამატეთ ქვაბში სტაფილო, ფრთხილად ამოურიეთ. ჩაყარეთ ნახევარი ძირა, მთლიანად ქინძი, პაპრიკა, კოწახური და მარილი. ჩაასხით 1.25 ლიტრი მდუღარე წყალი. შუშეთ საშუალო ცეცხლზე თავდაუხურავი 30 წუთი. ბრინჯს გადაუწურეთ წყალი, დაუმატეთ ქვაბში და ჩააწყვეთ მთლიანი ნივრის თავები (მხოლოდ ქვედა ნაწილი მოაჭერით ნიორს) და ამოურიეთ. დაუმატეთ მდუღარე წყალი საწურით, სითხემ ოდნავ უნდა დაფაროს ბრინჯი. მაქსიმალურ ცეცხლზე მიიყვანეთ დუღილამდე ადუღებამდე, ჩაუმატეთ დარჩენილი ძირა, კარგად დააფარეთ თავსახური და ჩაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე. შუშეთ 20 წუთი, წყალი უნდა ამოშრეს. ქიშმიში საწურზე დაწრიტეთ, და ჩააყარეთ ფლოვს. დააფარეთ თავსაფარი ქვაბს და გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბი შეახვიეთ გაზეთში, შემდეგ გაახვიეთ პლედში, თავზე დაადეთ ბალიში და დატოვეთ 30 წუთით. სუფრასთან მიტანამდე ფრთხილად ამოურიეთ, ცხელი გადმოიღეთ თბილ თეფშზე, ზემოდან მოათავსეთ ნივრის თავები.

ნახეთ ასევე

ქათმის შნიცელი არაჟნის სოუსით

ქათმის შნიცელი არაჟნის სოუსით

ინგრედიენტები (4ულუფა): 

600 გრ. ქათმის მკერდის ფილე, 

2 ს/კ ფქვილი, 

2 კვერცხი, 

1 ჩ/კ მდოგვი, 

100 გრ. საფანელი, 

3 ს/კ ერბო შესაწვავად, 

მარილი, 

პილპილი, 

არაჟნის სოუსი, 

2 მჟავე კიტრი, 

1 შეკვრა ახალი (მწვანე) ხახვი, 

2 ს/კ კაპარი (მწნილის სახით იყიდება სუპერმარკეტებში), 

ნახევარი ლიმონი, 

200 გრ. არაჟანი, 

მარილი, 

პილპილი. 

 

მომზადების წესი: მოამზადეთ სოუსი. ამისთვის მჟავე კიტრი, ხახვი და კაპარი დაჭერით წვრილად. ლიმონი ცხელი წყლით გარეცხეთ და ცედრა გახეხეთ. დაუმატეთ არაჟანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ ქათმის ფილე ცივი წყლით გარეცხეთ, გააშრეთ და 1 სმ. სისქის ნაჭრებaდ დაჭერით. ერთ თეფშზე აურიეთ ფქვილი, მარილი და პილპილი, მეორე ღრმა თეფშში ათქვიფეთ კვერცხი მდოგვთან ერთად, ხოლო მესამე თეფშზე დაყარეთ საფანელი. ქათმის ნაჭრები ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხში და შემდეგ საფანელში. ტაფაზე გააცხელეთ ერბო და შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე, სანამ გაოქროსფერდება, დაახლოებით 3 წუთით თითო მხრიდან. მზა შნიცელი ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეაშრეს, და მიიტანეთ სუფრასთან არაჟნის სოუსთან ერთად.

ვრცლად
ქათმის პოპკორნი

ქათმის პოპკორნი

ინგრედიენტები (6ულუფა):

რანჩ სოუსი, 

ქათმის ფილე   200გ,

კვერცხი   2ც, 

პანკო   400გ, 

მზესუმზირის ზეთი   50მლ,       

მდოგვი   20გ, 

ფქვილი   400გ,

ლიმონი   8მლ, 

მარილი   8გ,  

არაჟანი   30გ,

პილპილი   6გ,         

კამა   10გ,       

პაპრიკა   10გ,         

მარილი   6გ,       

ნიორის პუდრა   8გ,         

ნივრის პუდრა   6გ,       

მზესუმზირის ზეთი   500მლ.               

 

მომზადების წესი: ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბებად. მოამზადეთ სამი ჯამი, ერთში მოათავსეთ კვერცხი (4გ მარილი, 3გ პილპილი, 5გ პაპრიკა, 4 გ ნიორის ფხვნილი), მეორეში პანკო და მესმეში ფქვილი (ფქვილში შეურიეთ დარჩენილი სუნელები). გაუკეთეთ კუბებად დაჭრილ ქათმის ფილეს პანირება თანმიმდევრულად (ფქვილი, კვერცხი, ფქვილი, კვერცხი, პანკო). ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააცხელეთ 160 გრადუსზე და ჩაუშვით გამზადებული ქათმის პოპკორნი 6-7 წუთის განმავლობაში. მომზადების დასრულების შემდეგ, დასერვირებამდე გადაიტანეთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი ზეთი მოშორდეს.რანჩ სოუსი კვერცხის გული 3გ მარილთან, მდოგვთან და ლიმონის წვენთან ერთად ათქვიფეთ. კვერცხის მასა გადაიტანეთ მაღალ ჭურჭელში და ბლენდერის სწრაფი მორევის პარალელურად ნელ-ნელა შეიყვანეთ ზეთი კარგად შესქელებამდე. მაიონეზის მასა გადაიტანეთ ჯამში, შეურიეთ არაჟანი, ნივრის პუდრა და დაკეპილი კამა. სოუსი და ქათმის პოპკორნი მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში, გემრიელად მიირთვით.

ვრცლად