ქათმის და სოკოს ჟიულენი ყველით

ქათმის და სოკოს ჟიულენი ყველით

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე 600 გრ.
  • ხახვი 150 გრ. ( 2 ცალი)
  • კარაქი 20 გრ.
  • ქამა სოკო 500 გრ.
  • მარილი (პილპილი, შებოლილი პაპრიკა)
  • ფქვილი 50 გრ.
  • ყველი 150 გრ. (სულგუნი, მოცარელა ან გაუდა)
  • ნაღები 20% 500 მლ.

მომზადების წესი:

  1. ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ კარაქში 2 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. 
  2. დავუმატოთ დაჭრილი სოკო, ქათმის ფილეს კუბები და ავდუღოთ 10 წუთი.
  3. მოვაყაროთ ფქვილი და ავურიოთ. 
  4. შევამციროთ ცეცხლი, დავასხათ ნაღები, მარილი, მოვაყაროთ სანელებლები და მივიყვანოთ ჩვენი სოუსი შესქელებამდე 5-7 წუთის განმავლობაში.
  5. ჟულიენს ვასერვირებთ ნებისმიერი ფორმით (შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი დიდი ან რამოდენიმე პატარა ღრმა ჭურჭელი).
  6. ზემოდან მოვაყაროთ ყველი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით 180° C გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!

 

ნახეთ ასევე

ჟულიენი ქათმით

ჟულიენი ქათმით

ინგრედიენტები (6ულუფა): 

400 გრ ქათმის ფილე (გნებავთ თეთრი, გნებავთ მუქი ხორცი), 

1 დიდი თავი ხახვი, 

1 პატარა ყაბაყი, 

5-6 ქამა სოკო, 

300 გრ. ნებისმიერი მაგარი ყველი (ემენტალერი, პარმეზანი), 

ნაღების კარაქი, 

1/3 ჩ/კ გახეხილი მუსკატი, 

მარილი, 

პილპილი, 

ბეშამელის სოუსი, 

500 მლ რძე, 

50 გრ. ნაღების კარაქი, 

50 გრ. ფქვილი, 

მწიკვი გახეხილი მუსკატი, 

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი: ყაბაყს მოაცილეთ კანი, და თუ აუცილებელია თესლიც. დაჭერით წვრილად, მოაყარეთ ცოტა მარილი და დადეთ საწურზე 10 წთ. შემდეგ ხელის მოჭერით გაწურეთ რომ ზედმეტი წვენი გაუვიდეს ქათმის ხორცი დაჭერით ძალიან პატარა ნაჭრებად ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით სოკო თხლად დაჭერით. კარაქი გააცხელეთ ტაფაზე და შებრაწეთ ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე 2 წუთით, შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე ცოტა კარაქი დაამატეთ ტაფაში და შებრაწეთ ხახვი გაოქროსფერებამდე, 10 წუთი. ხშირად ურიეთ. ჩაამატეთ სოკო და შუშეთ სანამ წვენი არ გაუვა. დაუმატეთ ყაბაყი და კიდევ 5-7 წუთი შუშეთ მოამზადეთ ბეშამელის სოუსი: კარაქში შეწვით ფქვილი გაოქროსფერებამდე, ანუ 2 წუთით. დაასხით რძე და კარგად აურიეთ რომ არ შეიკრას. ნელ ცეცხლზე ადუღეთ 4 წუთი, ხშირად ურიეთ. შეკაზმეთ მარილით, პილპილითა და მუსკატით. აურიეთ სოუსი ქათამთან და ბოსტნეულთან, მოაყარეთ მარილ პილპილი. ქოთანს ან ნებისმიერ ცეცხლგამძლე ერთი ულუფის ზომის ფორმას ამოუსვით კარაქი, ჩაასხით ხორციანი მასა და მოაყარეთ ყველი. ქოთნები შედგით გახურებულ ღუმელში 180 გადუსზე. აცხვეთ სანამ ყველი არ შეიბრაწება, ანუ 15-20 წუთი.

ვრცლად
ქათმის ფილე გოგრის სოუსით

ქათმის ფილე გოგრის სოუსით

ინგრედიენტები (2ულუფა):

2 ცალი მკერდის ფილე, 

1 პატარა ხახვი, 

3-4 სმ კოჭა (ჯანჯაფილი), 

4 მარცვალი შავი პილპილი, 

მარილი, 

გოგრის სოუსი, 

300 გრამი გოგრა, 

1 ხახვი შალოტი, 

1 კბილი ნიორი, 

2 სმ კოჭა(ჯანჯაფილი), 

როზმარინის მცირე ღერო, 

50 მლ. მაღალცხიმიანი ნაღები,

კარაქი 50 მლ.,  

მშრალი თეთრი ღვინო, 

ცხარე წითელი წიწაკა, 

მარილი. 

 

მომზადების წესი: გაასუფთავეთ გოგრა, ხახვი და ნიორი. გოგრა და ხახვი კუბებად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ კარაქი გააცხელეთ ტაფაზე და შებრაწეთ ხახვი, საშუალო ცეცხლზე 3 წუთით. დაუმატეთ გოგრა, ნიორი, როზმარინი, კოჭა(ჯანჯაფილი) და ცხარე წიწაკა.ამოურიეთ და შუშეთ 5-7 წუთი შემდეგ დაასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, თავზე დააფარეთ და შუშეთ 10 წუთი ამოიღეთ როზმარინის ღერო და გათქვიფეთ გოგრის მასა ნაღებთან ერთად ბლენდერში შალოტი ხახვი გაყავით 4 ნაწილად, კოჭა გაასუფთავეთ და მსხვილად დაჭერით ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, ჩადეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაფაროს. საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი ადუღდება ქაფი მოხადეთ, დაუმატეთ ხახვი შალოტი, კოჭა და შავი პილპილის მარცლები. დაახურეთ ქვაბს თავზე და მინიმალურ ცეცხლზე ხარშეთ 2 წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დატოვეთ 15 წუთი, თავსახური არ მოხადოთ. ამოიღეთ ფილე ბულიონიდან და მაშინვე ჩადეთ ყინულიანი წყლით სავსე ჯამში. როცა გაცივდება ამოიღეთ, შეაშრეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. მიირთვით გოგრის სოუსთან ერთად!

ვრცლად