ქათამი აზიურად

ქათამი აზიურად

ქათამი აზიურად!
ინგრედიენტების სია და მომზადების წესი:

დაგჭირდებათ:

ქათმის ფილე

მარინადისთვის:

მარილი

პილპილი

სეზამის ზეთი

სოიოს სოუსი

სოდა

ნივრის ფხვნილი

ერთი კვერცხის ცილა

დამარინადებული ქათმის ფილე გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.

შემდეგ ამოვავლოთ კარტოფილის სახამებელში და შევწვათ ორივე მხრიდან.

სოუსისთვის დაგჭირდებათ:

თაფლი

შაქარი

სოიოს სოუსი

ბრინჯის ძმარი

ცოტა წყალი

ტომატის პასტა

სოუსი დავასხათ ცხელ ტაფაზე და მოვურიოთ სანამ არ გასქელდება.

შემდეგ დავამატოთ შემწვარი ქათმის ფილე და მოვაყაროთ სეზამის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით

ნახეთ ასევე

ქათმის ფლოვი

ქათმის ფლოვი

ინგრედიენტები (10ულუფა) - მომზადება დაიწყეთ 4 საათით ადრე: 

8 ცალი მთლიანი ბარკალი (ძვალ და კან გაცლილი), 

200 გრამი ქათმის ცხიმი, 

1 კგ საშუალო სიგრძის ბრინჯი, 

1 კგ წვნიანი სტაფილო, 

3 საშუალო ხახვი, 

3-4 თავი ნიორი დიდი მუჭა მუქი ქიშმიში, 

თითო ჩ/კ დაფქული პაპრიკა, 

ძირა, 

ქინძი,

1 ს/კ კოწახური,

მარილი (გემოვნებით). 

 

მომზადების წესი: ქათმის ბარკლის ფილე დაჭერით 5-6 ნაწილად, დაამარილეთ ყველა მხრიდან, შეფუთეთ საჭმლის შესაფუთი ლენტით და შედეთ მაცივარში 3 საათით. ასე ხორცი შეინარჩუნებს წვენს ფლოვში ბრინჯი რაც შეიძლება კარგად გარეცხეთ, და დაასხით ოთახის ტემპერატურის ბოთლის წყალი ისე, რომ ორი თითის სიმაღლეზე დაფაროს ბრინჯი. კარგად დაამარილეთ და დატოვეთ 3 საათით. ამავდროულად ცივ წყალში ჩაალბეთ ქიშმიში. გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო. ხახვი დაჭერით ნახევარწრიულად. სტაფილო წვრილად დაჭერით (მხოლოდ არ გახეხოთ!) წვრილად დაჭერით ცხიმი, და ქვაბში გააცხელეთ გაყავისფერებამდე ცხიმში ჩააყარეთ ხახვი და შებრაწეთ გაყვითლებამდე. მოუმატეთ ცეცხლს ჩაყარეთ ქათმის ხორცი და შებრაწეთ ყველა მხრიდან. ჩაამატეთ ქვაბში სტაფილო, ფრთხილად ამოურიეთ. ჩაყარეთ ნახევარი ძირა, მთლიანად ქინძი, პაპრიკა, კოწახური და მარილი. ჩაასხით 1.25 ლიტრი მდუღარე წყალი. შუშეთ საშუალო ცეცხლზე თავდაუხურავი 30 წუთი. ბრინჯს გადაუწურეთ წყალი, დაუმატეთ ქვაბში და ჩააწყვეთ მთლიანი ნივრის თავები (მხოლოდ ქვედა ნაწილი მოაჭერით ნიორს) და ამოურიეთ. დაუმატეთ მდუღარე წყალი საწურით, სითხემ ოდნავ უნდა დაფაროს ბრინჯი. მაქსიმალურ ცეცხლზე მიიყვანეთ დუღილამდე ადუღებამდე, ჩაუმატეთ დარჩენილი ძირა, კარგად დააფარეთ თავსახური და ჩაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე. შუშეთ 20 წუთი, წყალი უნდა ამოშრეს. ქიშმიში საწურზე დაწრიტეთ, და ჩააყარეთ ფლოვს. დააფარეთ თავსაფარი ქვაბს და გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბი შეახვიეთ გაზეთში, შემდეგ გაახვიეთ პლედში, თავზე დაადეთ ბალიში და დატოვეთ 30 წუთით. სუფრასთან მიტანამდე ფრთხილად ამოურიეთ, ცხელი გადმოიღეთ თბილ თეფშზე, ზემოდან მოათავსეთ ნივრის თავები.

ვრცლად