ქათამი ლიმონით და მწვანილებით

ქათამი ლიმონით და მწვანილებით

ინგრედიენტები (4-6ულუფა): 

1 ქათამი 1.2 - 1.5 კგ, 

2 დიდი ლიმონი, 

3 ღერო როზმარინი, 

10 ფოთოლი შალფეი (მშრალი ფოთლები შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ), 

3 ფოთოლი დაფნა, 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი ნივრიანი საკმაზისთვის, 

5 დიდი კბილი ნიორი, 

7 ღერო ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

1 ლიმონის ცედრა, მსხვილი მარილი, 

1.5-2 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი. 

 

მომზადების წესი: გაასუფთავეთ ნიორი. გახეხეთ 1 ლიმონის ცედრა. როზმარინს გააცალეთ ღერო. ლიმონი დაჭერით მრგვალად. მოამზადეთ ნივრის საკმაზი. ამისთვის დანაყეთ ნიორი მარილთან ერთად. წყვეთ-წვეთობით ჩაამატეთ სანაყში ზეითუნის ზეთი, თან გააგრძელეთ ნაყვა რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაუმატეთ ბეგქონდარას ფოთლები,და ცედრა და ამოურიეთ. ქათამს ააცილეთ კანი ფრთხილად ხელით ან დანის ბლაგვი პირით. ნივრის საკმაზი კანქვეშ წაუსვით, შემდეგ შიგნიდანაც ამოუსვით და დატოვეთ ქათამი 30 წუთით გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე ქათამს გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ შესაწვავ ფორმაში, ზემოდან დაადეთ შალფეის ფოთლები, როზმარინი და ლიმონის რგოლები. ჩაუდეთ დაფნის ფოთლები. შეწვით ქათამი დაახლოებით 90 წუთი, სანამ ბოლომდე არ მომზადდება.

ნახეთ ასევე

ქათმის კოტლეტი

ქათმის კოტლეტი

ინგრედიენტები (6ულუფა):

1კგ ფარშირებული ქათმის ხორცი,

4-5 ნაწერი თეთრი პური,

½ ჭიქა რძე,

2 ს/კ მაღალცხიმიანი ნაღები,

2 კვერცხი,

70 გრამი კარაქი,

1 ჭიქა საფანელი,

ერბო,

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი:​ ქათმის ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპმანქანაში პური ჩაალბეთ რძეში და გაწურეთ პური დაუმატეთ ფარშს, იქვე დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ნაღები. კარგად ამოურიეთ, ჩააყარეთ მარილი და პილპილი. კიდევ ერთხელ ამოურიეთ. ფარში უნდა იყოს რბილი, მაგრამ წვენი არ უნდა გასდიოდეს, რომ კატლეტის ფორმა მიიღოს ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, ცალკე თეფშზე დაყარეთ საფანელი ფარში გაყავით რამდენიმე ნაწილად და სველი ხელით მიეცით ოვალური კატლეტების ფორმა. ამოავლეთ კატლეტები კვერცხში, შემდეგ საფანელში. გააცხელეთ ტაფაზე ერბო 1 სმ სიმაღლეზე, და ყველა მხრიდან შეწვით კატლეტი საშუალო ცეცხლზე გაოქროსფერებამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავზე და კიდევ 5-7 წუთი წვით.

ვრცლად
ქათმის და სოკოს ჟიულენი ყველით

ქათმის და სოკოს ჟიულენი ყველით

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე 600 გრ.
  • ხახვი 150 გრ. ( 2 ცალი)
  • კარაქი 20 გრ.
  • ქამა სოკო 500 გრ.
  • მარილი (პილპილი, შებოლილი პაპრიკა)
  • ფქვილი 50 გრ.
  • ყველი 150 გრ. (სულგუნი, მოცარელა ან გაუდა)
  • ნაღები 20% 500 მლ.

მომზადების წესი:

  1. ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ კარაქში 2 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. 
  2. დავუმატოთ დაჭრილი სოკო, ქათმის ფილეს კუბები და ავდუღოთ 10 წუთი.
  3. მოვაყაროთ ფქვილი და ავურიოთ. 
  4. შევამციროთ ცეცხლი, დავასხათ ნაღები, მარილი, მოვაყაროთ სანელებლები და მივიყვანოთ ჩვენი სოუსი შესქელებამდე 5-7 წუთის განმავლობაში.
  5. ჟულიენს ვასერვირებთ ნებისმიერი ფორმით (შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი დიდი ან რამოდენიმე პატარა ღრმა ჭურჭელი).
  6. ზემოდან მოვაყაროთ ყველი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით 180° C გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!

 

ვრცლად