საცივი

საცივი

მომზადების წესები:

მოვხარშოთ მთლიანი ქათამი 2 ცალ დაფნის ფოთოლთან ერთად

გავატაროთ ნიგოზი 2-ჯერ (ნიორთან ერთად)

მოვშუშოთ ხახვი და დავუმატოთ გატარებულ ნიგოზს, ყვითელ ყვავილთან ერთად

შემდეგ დავამატოთ მიხაკი, დარიჩინი და უცხო სუნელი.

კვლავ გადავზილოთ

დავამატოთ წყალი და დავაბლენდეროთ

დაბლენდერებული მასა ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ მარილი და წამოვადუღოთ

წამოდუღებულ მასაში მოვათავსოთ ქათმის ნაჭრები

კვლავ წამოვადუღოთ და დავუმატოთ ძმარი

საცივიც მზადაა, გემრიელად მიირთვით

ნახეთ ასევე

ქათმის ფილე გოგრის სოუსით

ქათმის ფილე გოგრის სოუსით

ინგრედიენტები (2ულუფა):

2 ცალი მკერდის ფილე, 

1 პატარა ხახვი, 

3-4 სმ კოჭა (ჯანჯაფილი), 

4 მარცვალი შავი პილპილი, 

მარილი, 

გოგრის სოუსი, 

300 გრამი გოგრა, 

1 ხახვი შალოტი, 

1 კბილი ნიორი, 

2 სმ კოჭა(ჯანჯაფილი), 

როზმარინის მცირე ღერო, 

50 მლ. მაღალცხიმიანი ნაღები,

კარაქი 50 მლ.,  

მშრალი თეთრი ღვინო, 

ცხარე წითელი წიწაკა, 

მარილი. 

 

მომზადების წესი: გაასუფთავეთ გოგრა, ხახვი და ნიორი. გოგრა და ხახვი კუბებად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ კარაქი გააცხელეთ ტაფაზე და შებრაწეთ ხახვი, საშუალო ცეცხლზე 3 წუთით. დაუმატეთ გოგრა, ნიორი, როზმარინი, კოჭა(ჯანჯაფილი) და ცხარე წიწაკა.ამოურიეთ და შუშეთ 5-7 წუთი შემდეგ დაასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, თავზე დააფარეთ და შუშეთ 10 წუთი ამოიღეთ როზმარინის ღერო და გათქვიფეთ გოგრის მასა ნაღებთან ერთად ბლენდერში შალოტი ხახვი გაყავით 4 ნაწილად, კოჭა გაასუფთავეთ და მსხვილად დაჭერით ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, ჩადეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაფაროს. საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი ადუღდება ქაფი მოხადეთ, დაუმატეთ ხახვი შალოტი, კოჭა და შავი პილპილის მარცლები. დაახურეთ ქვაბს თავზე და მინიმალურ ცეცხლზე ხარშეთ 2 წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დატოვეთ 15 წუთი, თავსახური არ მოხადოთ. ამოიღეთ ფილე ბულიონიდან და მაშინვე ჩადეთ ყინულიანი წყლით სავსე ჯამში. როცა გაცივდება ამოიღეთ, შეაშრეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. მიირთვით გოგრის სოუსთან ერთად!

ვრცლად
ქათმის ფრთები ცხარე სოუსში

ქათმის ფრთები ცხარე სოუსში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

12 ცალი ფრთა, 

3 კბილი ნიორი, 

2 სმ ნედლი კოჭა (ჯანჯაფილი), 

½ ჭიქა პომიდვრის წვენი, 

½ ჭიქა კარგი კეტჩუპი, 

¼ ჩ/კ ყავისფერი შაქარი, 

4 ს/კ ღვინის ძმარი, 

¼ ჩ/კ დაფქული ძირა, 

¼ ქარის სუნელი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

ტობასკოს სოუსის რამოდენიმე წვეთი, 

მარილი,

ახლად დაფქული პილპილი.

 

მომზადების წესი: მარინადისთვის წვრილად გახეხეთ ნიორი და კოჭა (ჯანჯაფილი) შაქარი გახსენით ძმარში. აურიეთ ტომატის წვენი და კეტჩუპი, დაუმატეთ შაქრიანი ძმარი და ყვლა ინგრედიენტი ფრთების გარდა. ტობასკოს რაოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრეთ, რამდენად ცხარე გსურთ გამოვიდეს მარინადი. ჩაასხით მარინადი ჰერმეტულ კონტეინერში ან პაკეტში (ჰერმეტული შესაკრავით), ჩააწყვეთ ფრთები და კარგად აურიეთ, რომ მარინადით მთლიანად დაიფაროს ფრთები. დატოვეთ 1 საათით. გაახურეთ გრილი (ღუმელი 220გრადუსზე) ცხაურს მოუსვით ზეთი სილიკონის ფუნჯით. ამოიღეთ ფრთები მარინადიდან, მოათავსეთ ცხაურზე და აცხვეთ 20-15 წუთი. ხშირად გადააბრუნეთ და წაუსვით მარინადი.

ვრცლად