შებრაწული ქათამი ბროწეულის ბაჟეში

შებრაწული ქათამი ბროწეულის ბაჟეში

ინგრედიენტები:

  • 1.5 კილოიანი ქათამი
  • მარილი
  • წიწაკა
  • პაპრიკა

ბაჟესთვის:

  • 500 გრ. ნიგოზი
  • ქინძი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 800 გრ. ბროწეული (გარჩეული მარცვლები)
  • 400 მლ. ცივი წყალი
  • ხმელი ქინძი / უცხო სუნელი
  • მარილი / წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ქათამს მოაყარეთ სანელებლები, კარგად გადაანაწილეთ და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათი.
  2. ნიგოზი, ქინძი და ნიორი გაატარეთ, ბროწეული წყალთან ერთად დააბლენდერეთ და გადაწურეთ. 
  3. ნიგვზის მასას დაუმატეთ მარილი და წიწაკა, სანელებლები, დაასხით ბროწეულის წვენი, გადაურიეთ, დააბლენდერეთ და ბაჟეც მზადაა.
  4. დაასხით ბაჟე თეფშზე და მოათავსეთ მასში დაბრაწული ქათმის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით!

ნახეთ ასევე

ქათმის და სოკოს ჟიულენი ყველით

ქათმის და სოკოს ჟიულენი ყველით

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე 600 გრ.
  • ხახვი 150 გრ. ( 2 ცალი)
  • კარაქი 20 გრ.
  • ქამა სოკო 500 გრ.
  • მარილი (პილპილი, შებოლილი პაპრიკა)
  • ფქვილი 50 გრ.
  • ყველი 150 გრ. (სულგუნი, მოცარელა ან გაუდა)
  • ნაღები 20% 500 მლ.

მომზადების წესი:

  1. ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ კარაქში 2 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. 
  2. დავუმატოთ დაჭრილი სოკო, ქათმის ფილეს კუბები და ავდუღოთ 10 წუთი.
  3. მოვაყაროთ ფქვილი და ავურიოთ. 
  4. შევამციროთ ცეცხლი, დავასხათ ნაღები, მარილი, მოვაყაროთ სანელებლები და მივიყვანოთ ჩვენი სოუსი შესქელებამდე 5-7 წუთის განმავლობაში.
  5. ჟულიენს ვასერვირებთ ნებისმიერი ფორმით (შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი დიდი ან რამოდენიმე პატარა ღრმა ჭურჭელი).
  6. ზემოდან მოვაყაროთ ყველი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით 180° C გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!

 

ვრცლად
შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

ინგრედიენტები (4ულუფა): 

1 ქათამი (1300 გრამი), 

1 ფორთოხალი, 

1 ჩ/კ ქინძის თესლი, 

1 ს/კ კარაქი, 

1 ს/კ ზეთი, 

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და გამოწურეთ წვენი. ქინძის თესლი ტაფაზე ოდნავ მოხრაკეთ და წვრილათ დაფქვით. აურიეთ ერთად კარაქი , ზეთი, ქინძი, ფორთოხლის ცედრა და1 ს/კ ფორთოხლის წვენი. გარეცხილი ქათამი, შეაშრეთ და შეაზილეთ მიღებული მასა. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ დარჩენილი ფორთოხალი გაჭრათ და შეუტენოთ ქათამს მუცლის ღრუში. ღუმელს დაუწიეთ 200 გრადუსზე, ქათამი გვერდულად მოათავსეთ ცხაურზე და 20 წუთი ბრაწეთ. გადმოაბრუნეთ მეორე გვერდზე და კიდევ 20 წუთით ბრაწეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მკერდით ზემოთ და კიდევ 20 წუთით დატოვეთ. როცა მომზადდება გამოიღეთ ღუმელიდან, დაასვენეთ 5 წუთით, დაჭერით და მიირთვით ცხელი.

ვრცლად
ქათმის ფრთები ცხარე სოუსში

ქათმის ფრთები ცხარე სოუსში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

12 ცალი ფრთა, 

3 კბილი ნიორი, 

2 სმ ნედლი კოჭა (ჯანჯაფილი), 

½ ჭიქა პომიდვრის წვენი, 

½ ჭიქა კარგი კეტჩუპი, 

¼ ჩ/კ ყავისფერი შაქარი, 

4 ს/კ ღვინის ძმარი, 

¼ ჩ/კ დაფქული ძირა, 

¼ ქარის სუნელი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

ტობასკოს სოუსის რამოდენიმე წვეთი, 

მარილი,

ახლად დაფქული პილპილი.

 

მომზადების წესი: მარინადისთვის წვრილად გახეხეთ ნიორი და კოჭა (ჯანჯაფილი) შაქარი გახსენით ძმარში. აურიეთ ტომატის წვენი და კეტჩუპი, დაუმატეთ შაქრიანი ძმარი და ყვლა ინგრედიენტი ფრთების გარდა. ტობასკოს რაოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრეთ, რამდენად ცხარე გსურთ გამოვიდეს მარინადი. ჩაასხით მარინადი ჰერმეტულ კონტეინერში ან პაკეტში (ჰერმეტული შესაკრავით), ჩააწყვეთ ფრთები და კარგად აურიეთ, რომ მარინადით მთლიანად დაიფაროს ფრთები. დატოვეთ 1 საათით. გაახურეთ გრილი (ღუმელი 220გრადუსზე) ცხაურს მოუსვით ზეთი სილიკონის ფუნჯით. ამოიღეთ ფრთები მარინადიდან, მოათავსეთ ცხაურზე და აცხვეთ 20-15 წუთი. ხშირად გადააბრუნეთ და წაუსვით მარინადი.

ვრცლად