2014 წლის 22 -25 დეკემბერს, კომპანია ჩირინას ვეტერინარულ ლაბორატორია სანა-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე : ფრინველის დაავადებები, მათი დიაგნოსტიკა, სეროლოგიური გამოკვლევები, სისხლის შრატების გამოყოფა, ზუსტი ტიტრების დადგენა, მიღებული შედეგების სწორად წაკითხვა და ვაქცინაcიის სქემების დახვეწა.
ტრენინგი ჩაატარა ჰოლანდიური კომპანიის ’’BioChek -ის ’’,წარმომადგენელმა ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა ბ-ნმა ალექსეი ჩერნიკოვმა. ამასთან ერთად კომპანია ჩირინას ლაბორატორია აღიჭურვა Biochek-ის აპარატურით და ე.წ. ELISA -ს ტესტებით,რომლის მეშვეობით მოხდება ფრინველთა დაავადების დიაგნოსტიკა.
ტრენინგი გაიარა ლაბორატორია სანა-ს ოთხმა თანამშრომელმა. შემდგომი ეტაპისთვის უკვე დაგეგმილია მათი ვიზიტი ჰოლანდიაში, სადაც გაივლიან დამატებით ტრენინგებს და ადგილზე გადაეცემათ სერთიფიკატები.