სტატია ჩვენს შესახებ ISET-ის ბლოგზე

სტატია ჩვენს შესახებ ISET-ის ბლოგზე

ჩვენი კომპანიის შესახებ საინტერესო ბლოგი მოამზადა ვებგვერდმა ISET-PI.GE-მ. სტატია განიხილავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკის და კერძოდ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ინვესტიცია განხორციელდეს თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე დიდ საწარმოში, რომელსაც აქვს მაღალი წარმადობა და შეუძლია შექმნას ბევრი სამუშაო ადგილი. 

 

კომპანია ჩირინა დღეისთვის ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია საქართველოში, ჩვენ დასაქმებული გვყავს 250-მე მეტი ადამიანი და 2015 წლის ბოლოსთვის ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ორიგინალ სტატიას გაეცანით ლინკზე:

http://iset-pi.ge/index.php/en/2013-02-20-08-59-23/iset-economist-blog/entry/is-small-and-medium-all-that-beautiful

სხვა სიახლეები

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

ბოლო წლების განმალობაში ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას.

 

საწარმოო მოცულობების გაფართოებისა და წარმოების განვითარების მიზნით შპს „ჩირინამ“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის  ( EBRD ) თანადაფინანსებით მოახდინა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება სოფელ სართიჭალაში.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და დასრულდა 2020 წელს. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება.

ფერმები „ჩირინამ“ ააშენა ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად, ხოლო ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა უზრუნველყო კომპანიის პარტნიორმა Big Dutchman-მა. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მკვეთრად ზრდის ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებლობას საქართველოში.

 

სრული სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ - http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=1584&lang=ge