ჯილდო - თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის!

ჯილდო - თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის!

2014 წლის 11 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო კონკურსი "წლის მეწარმე 2014".

კონკურსის მხარდამჭერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალური პრიზი მიიღო ჩვენმა კომპანიამ - თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის!

EY - Enterpreneur of the Year -  "წლის მეწარმე" - ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა მეწარმეობის დარგში. ეს პირველი და ერთადერთი მსოფლიო მასშტაბის ჯილდოა, რომელიც 60-ზე მეტი ქვეყანაში გადაეცემა მათ, ვინც საფუძველს უყრის წარმატებულ მზარდ და დინამიურ ბიზნესს.

კომპანია ჩირინასთვის დიდი პატივია, რომ წარმოების ერთი წლის თავზე ასეთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა!

სხვა სიახლეები

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

ბოლო წლების განმალობაში ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას.

 

საწარმოო მოცულობების გაფართოებისა და წარმოების განვითარების მიზნით შპს „ჩირინამ“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის  ( EBRD ) თანადაფინანსებით მოახდინა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება სოფელ სართიჭალაში.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და დასრულდა 2020 წელს. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება.

ფერმები „ჩირინამ“ ააშენა ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად, ხოლო ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა უზრუნველყო კომპანიის პარტნიორმა Big Dutchman-მა. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მკვეთრად ზრდის ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებლობას საქართველოში.

 

სრული სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ - http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=1584&lang=ge