გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ბიუ-ბიუ გილოცავთ შობა-ახალ წელს! ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის 2015 წელი!  

ჩვენი კომპანია მომავალი წლიდან სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ! ჩვენი წარმოების მოცულობა ორმაგდება! იზრდება ნედლი ქათმის ჯიხურების ქსელი, უკვე თებერვალში ქალაქ რუსთავშიც დავამატებთ ჯიხურებს!

 

საახალწლოდ კი ჩვენი 18 ჯიხური ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და მოგემსახურებათ, რათა თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად იყოს უგემრიელსი ქათმის კერძები!

ბიუ-ბიუ - ქართულ სიმინდზე გაზრდილი ქათამი! 

სხვა სიახლეები

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

ბოლო წლების განმალობაში ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას.

 

საწარმოო მოცულობების გაფართოებისა და წარმოების განვითარების მიზნით შპს „ჩირინამ“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის  ( EBRD ) თანადაფინანსებით მოახდინა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება სოფელ სართიჭალაში.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და დასრულდა 2020 წელს. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება.

ფერმები „ჩირინამ“ ააშენა ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად, ხოლო ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა უზრუნველყო კომპანიის პარტნიორმა Big Dutchman-მა. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მკვეთრად ზრდის ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებლობას საქართველოში.

 

სრული სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ - http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=1584&lang=ge