უფრო მეტი ნედლი ქათამი!

უფრო მეტი ნედლი ქათამი!

ძვირფასო მომხმარებლებო! 

ბიუბიუ-ს ნედლი ქათმის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ამას ალბათ თქვენც ატყობთ: ჯიხურებთან მუდმივად რიგებია, პროდუქციაც მალე მთავრდება.

დღესდღეობით, მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენი წარმოება გადაერთო უმეტესად ნედლი ქათმის გამოშვებაზე, რათა ჯიხურები შეუფერხებლად მუშაობდეს, ამიტომ გაყინული პროდუქციის რაოდენობა მაღაზიებში შემცირდა.

რა თქმა უნდა ეს დროებითია, რადგან უკვე ახალი წლიდან, წარმოების მოცულობას ვაორმაგებთ, ასე რომ, გაიზრდება როგორც ნედლი, ასევე გაყინული პროდუქციის რაოდენობაც და ვიმედოვნებთ, რომ დავაკმაყოფილებთ თბილისისა და რუსთავის მოთხოვნას.

ასევე იგეგმება ახალი ჯიხურების დამატებაც სხვადასხვა უბნებში!

დიდი მადლობა, რომ ბიუბიუ-ს პროდუქციის ერთგული მომხმარებლები ხართ! გელოდებით ყველას ჩვენს ჯიხურებში!

შეიძინეთ ახალთახალი ნედლი ქათამი ქალაქიდან გაუსვლელად!

სხვა სიახლეები

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

ბოლო წლების განმალობაში ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას.

 

საწარმოო მოცულობების გაფართოებისა და წარმოების განვითარების მიზნით შპს „ჩირინამ“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის  ( EBRD ) თანადაფინანსებით მოახდინა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება სოფელ სართიჭალაში.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და დასრულდა 2020 წელს. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება.

ფერმები „ჩირინამ“ ააშენა ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად, ხოლო ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა უზრუნველყო კომპანიის პარტნიორმა Big Dutchman-მა. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მკვეთრად ზრდის ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებლობას საქართველოში.

 

სრული სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ - http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=1584&lang=ge