ახალი კომპლექსი სართიჭალაში

ახალი კომპლექსი სართიჭალაში

2015 წელს კომპანია ჩირინამ ახალი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო სართიჭალაში. 8 ფერმის (ჯამში 16 საფრინველის) გახსნა 2016 წლის მარტისთვის იგეგმება.

 

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელზეც კომპანიას 200-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ხოლო ფერმების გაშვების შემდგომ კომპლექსში 80-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

ფერმერული კომპლექსის გახსნით ბიუბიუს წარმადობა საგრძნობლად გაიზრდება, და სადისტრიბუციო ქსელიც გაფართოვდება. 2016 წელს ვგეგმავთ რეგიონებში აქტიურად შესვლას.

 

 

სხვა სიახლეები

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

ბოლო წლების განმალობაში ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას.

 

საწარმოო მოცულობების გაფართოებისა და წარმოების განვითარების მიზნით შპს „ჩირინამ“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის  ( EBRD ) თანადაფინანსებით მოახდინა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება სოფელ სართიჭალაში.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და დასრულდა 2020 წელს. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება.

ფერმები „ჩირინამ“ ააშენა ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად, ხოლო ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა უზრუნველყო კომპანიის პარტნიორმა Big Dutchman-მა. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მკვეთრად ზრდის ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებლობას საქართველოში.

 

სრული სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ - http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=1584&lang=ge