ცილოვანი საკვების საწარმო

ცილოვანი საკვების საწარმო

ჩვენს კომპანიას კიდევ ერთი საწარმო დაემატა - ცილოვანი საკვების ქარხანა.

ახალ საწარმოში თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალ ტემპერატურაზე ხდება ნედლეულის გადამუშავება, რომელიც შემდგომში გამოიყენება საკვებ ინგრედიენტად კომბინირებულ საკვებში.

კომპანია ჩირინამ ეს პროექტი დანიის წამყვან კომპანია Haarslev -თან ერთად განახორციელა.

სხვა სიახლეები

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

ბოლო წლების განმალობაში ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას.

 

საწარმოო მოცულობების გაფართოებისა და წარმოების განვითარების მიზნით შპს „ჩირინამ“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის  ( EBRD ) თანადაფინანსებით მოახდინა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება სოფელ სართიჭალაში.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და დასრულდა 2020 წელს. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება.

ფერმები „ჩირინამ“ ააშენა ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად, ხოლო ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა უზრუნველყო კომპანიის პარტნიორმა Big Dutchman-მა. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მკვეთრად ზრდის ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებლობას საქართველოში.

 

სრული სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ - http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=1584&lang=ge