ვეტერინარული ლაბორატორია

ვეტერინარული ლაბორატორია

კომპანია ჩირინაში ფუნქციონირებს ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ევროპული დანადგარებით.

ლაბორატორიაში ყოველკვირეულად ტარდება მიკრობიოლოგიური და სეროლოგიური ანალიზები, მოწმდება ყველა საწარმოო რგოლი:

  • ფერმებიდან ტარდება წყლის და ჰაერის ანალიზი
  • ინკუბატორიდან ტარდება საინკუბაციო და სასურსათო კვერცხის ანალიზი
  • ხორცის დამუშავების საწარმოში მოწმდება:
    • საწარმოს სანიტარული ნორმები
    • გასაყიდად გასასვლელი პროდუქცია
    • ყველა ტიპის შესაფუთი მასალა
    • ტარდება წყლის ანალიზი
  • ნედლი ქათმის ჯიხურებში ტარდება:
    • სანიტარული ნორმების ანალიზი
    • მოწმდება იმ მომენტისთვის ჯიხურში არსებული პროდუქცია.
  • მიკრობიოლოგიურ კონტროლს გადის სადისტრიბუციო მანქანები, მათში დამონტაჟებული გაყინული და ნედლი პროდუქციის მაცივრები.

სხვა სიახლეები

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

სართიჭალა-3-ის ფერმერული კომპლექსის გახსნა

ბოლო წლების განმალობაში ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას.

 

საწარმოო მოცულობების გაფართოებისა და წარმოების განვითარების მიზნით შპს „ჩირინამ“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის  ( EBRD ) თანადაფინანსებით მოახდინა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება სოფელ სართიჭალაში.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და დასრულდა 2020 წელს. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება.

ფერმები „ჩირინამ“ ააშენა ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად, ხოლო ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა უზრუნველყო კომპანიის პარტნიორმა Big Dutchman-მა. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მკვეთრად ზრდის ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებლობას საქართველოში.

 

სრული სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ - http://www.economy.ge/index.php?page=news&nw=1584&lang=ge