ქათმის ფილე ყაბაყით

ქათმის ფილე ყაბაყით

ინგრედიენტები (2-4ულუფა): 

4 ც ქათმის მკერდის ფილე, 

1 ც ყაბაყი (200 გრ.), 

1 ც ლიმონი, 

8 ტოტი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

2 ს/კ ფიჭვის თესლი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნუშით), 

1 ს/კ კარაქი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი: წვრილად დაჭრილ ყაბაყს დააყარეთ 1 ჩ/კ მარილი და 10 წუთით დააყონვეთ, რომ წვენი გაუვიდეს.  ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი.   გახეხეთ ლიმონის ცედრა. ქონდრის/ბეგქონდარას ფოთლები წვრილად დაჭერით.   ყაბაყი გაწურეთ, შეურიეთ ცედრა, ქონდარი/ბეგქონდარა, ფიჭვის თესლი/ნუში, პილპილი და მარილი.   ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე.ტაფაზე გაადნეთ კარაქი და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი და ქათმის ფილეები შებრაწეთ თითო მხარეს თითოწუთის განმავლობაში. შემდეგ ნაჭრებზე ყაბაყის ნაზავი კარგად გადაანაწილეთ. დარჩენილი ზეთი ზემოდან მოასხით და 20 წუთით შედეთ ცხელღუმელში, სანამ ხორცს გვერდები არ გაუყავისფერდება. 

ნახეთ ასევე

ქათმის პაპრიკაში

ქათმის პაპრიკაში

ინგრედიენტები (6 ულუფა):

1 ქათამი - 1.5- 1.8 კგ, 

1 დიდი თავი ხახვი,

3 ცალი საშუალო წითელი ტკბილი წიწაკა, 

3 ცალი საშუალო პომიდორი, 

1 კონა ოხრახუში, 

400 გრამი მაღალი ხარისხის ცხიმიანი არაჟანი, 

2-3 ს/კ კარაქი, 

2 ს/კ ფქვილი, 

2 ს/კ დაფქვილი ტკბილი პაპრიკა, 

მწიკვი დაფქული ცხარე წითელი წიწაკა, 

მარილი გემოვნებით, 

მოხარშული ბრინჯი, ან კარტოფილი გარნირად. 

 

მომზადების წესი: დაანაწევრეთ ქათამი პორციებად ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ტკბილ წიწაკას გამოაცალეთ თესლი, დაჭერით მოგრძო ჩხირებად, პომიდორი დაჭერით მრგვალად. ოხრახუში დაჭერით წვრილად სოუსის ქვაბში გააცხელეთ ცხიმი, შებრაწეთ ხახვი საშუალო ცეცხლე გაოქროსფერებამდე. დაუმატეთ ხახვს ქათმის ნაჭრები, აუწიეთ ცეცხლს და ოდნავ შებრაწეთ ქათამი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, მოაყარეთ პაპრიკას ფხვნილი, ამოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი ან ბულიონი და მოაყარეთ მარილი. დააფარეთ თავზე და შუშეთ 10 წუთი. დაუმატეთ ქვაბში ტკბილი წიწაკა და პომიდორი, ამოურიეთ და შუშეთ კიდევ 10 წუთი არაჟანში კარგად აურიეთ ფქვილი. ამისთვის არაჟანში ნელნელა ჩაყარეთ ფქვილი და გამუდმებით თქვიფეთ ჩანგლით ან სათქვეფით დაუმატეთ არაჟანი ხორცს. კარგად ამოურიეთ, და მინიმალურ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი შუშეთ. ხორცი რომ მომზადდება ჩააყარეთ დაფქული წითელი წიწაკა კერძი გააფორმეთ ოხრახუშის ფოთლებით და სუფრასთან მიიტანეთ ბრინჯის, ან კარტოფილის გარნირთან ერთად.

ვრცლად
ქათმის ბულიონი

ქათმის ბულიონი

ინგრედიენტები (6 ულუფა): 

1.5 კგ საბულიონე ნაკრები (კისერი, ზურგი, შეგიძლიათ ფრთებიც გამოიყენოთ): 

1 საშუალო ზომის ხახვი, 

1 საშუალო ღერო პრასი, 

1 მოზრდილი სტაფილო, 

1 საშუალო ძირი ოხრახუში ,

1 საშუალო ნიახურის ღერო, 

2-5 მარცვალი შავი წიწაკა, 

მარილი (გემოვნებით).

 

მომზადების წესი: საბულიონე ნაკრები მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი და საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. სტაფილო და ოხრახუშის ძირი გაასუფთავეთ და მსხივალდ დაჭერით. ხახვი გაფრცქვენით და ოთხად გაჭერით. პრასი შუაზე გაჭერით, კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და მსხვილად დაჭერით. როგორც კი ადუღდება ბულიონი ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და მოხადეთ ქაფი ქაფქირით ან ნახვრეტებიანი კოვზით. დაუმატეთ ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის ძირი და პრასი. ხარშეთ ბულიონი მინიმალურ ცეცხლზე 2-2.5 საათი. თავსახურს მჭიდროდ ნუ დააფარებთ, ნუ ადუღებთ ძალიან აქტიურად, დროდადრო მოხადეთ ქაფი. მომზადებამდე 30 წუთით ადრე დაუმატეთ ნიახურიდა წიწაკის მთლიანი მარცვლები. მზა ბულიონი გადაწურეთ წვრილ საწურზე. თუ ბულიონის მირთმევას მაშინვე გეგმავთ, დაამარილეთ მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ვრცლად
შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

ინგრედიენტები (2ულუფა): 

1 ქათამი (1000 გრ), 

4 კბილი ნიორი, 

2 ტოტი როზმარინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი როზმარინი), 

1 ლიმონი, 

1 ს/კ ცხარე მდოგვი, 

1 ს/კ ტკბილი მდოგვი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

პილპილი,

მარილი. 

 

მომზადების წესი: ქათამი სირგძეზე გაჭერით ორად. ნიორი დაჭერით თხლად. როზმარინიც 2–2 სმ სიგრძეზე დაჭერით. თითებით, დანის ბლაგვი პირით ან კოვზის ბოლოთი ფრთხილად ააცალეთ კანი ხორცს. როზმარინი და ნიორი თანაბრად გადაანაწილეთ კანქვეშ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ქათმის ნახევრები ზედ დააწყვეთ და მოაყარეთ პილპილ/მარილი. გახეხეთ ლიმონის ცედრა, ხოლო ლიმონი გამოწურეთ. ცედრა და წვენი შეურიეთ ცხარე და ტკბილ მდოგვს, და ზეითუნის ზეთს. მიღებული სოუსი წაუსვით ქათამს გარედან. მოათავსეთ ქათამი ღუმელში, ტემპერატურას დაუწიეთ 160 გრადუსამდე და 45 წუთის განმავლობაში ბრაწეთ.

ვრცლად