ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში

ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვილი (1,5 სმ სისქეზე), 

1 ს/კ კარაქი, 

1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

მარილი,

ახლად დაფქული შავი წიწაკა, 

½ ჭიქა ქათმის ბულიონი, 

2/3 ჭიქა მაღალცხიმიანი ნაღები (35%+), 

2 ს/კ მდოგვი, 

2 ს/კ ქორფა ოხრახუში, წვრილად დაჭრილი.

 

მომზადების წესი: ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და ზეთი, საშუალო-მაღალ ცეცხლზე. ქათმის ფილე კარგად შეკმაზეთ მარილით და შავი წიწაკით, და 5 წუთით შებრაწეთ თითო მხარეს. ბოლომდე რომ შეიწვება გადმოიტანეთ თეფშზე, დააფარეთ ალუმინის ფურცელი. დაასხით ტაფაზე ქათმის ბულიონი, დაუმატეთ ნაღები, მდოგვი და ოხრახუში. დაახლოებით 3 წუთი ურიეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ სოუსი გასქელდება. მოასხით სოუსი ქათამს და მიირთვით თბილი. 

ნახეთ ასევე

ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ინგრედიენტები (4-6ულუფა): 

1 ქათამი 2 კგ, 

200 მლ შავი ლუდი, 

1 ს/კ მუქი თაფლი, 

1 ს/კ მდოგვი, 

5-6 კბილი ნიორი, 

1 ს/კ როზმარინის ფოთლები ან 1 ჩ/კ ქინძი, 

1 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი. 

 

მომზადების წესი: მოამზადეთ ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი განიერი ყელით (თუ ასეთი არ გაქვთ გამოიყენეთ ჩვეულებრივი ლუდის ბოთლი). საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოთლი, სრულიად მოაცილეთ ეტიკეტი და წებო. 

ჩაასხით ბოთლში ლუდი. ჩაყარეთ ნიორი და როზმარინი. აურიეთ ერთად მდოგვი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. წაუსვით ქათამს შიგნიდანაც და გარედანაც. მკერდთან გაჭერით კანი და ფრთები ჩაუდეთ ჯიბეებში დასვით ქათამი ბოთლზე. ღუმელში შედგით ღრმა ფორმა, მასზე მოათავსეთ ბოთლი ქათმით. ფორმაში ცოტა წყალი ჩაასხით, რომ ქათმისგან გამოსული ცხიმი არ მიეკრას და არ დაიწვას. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე, როცა გაცხელდება აუწიეთ 200 გრადუსამდე და შებრაწეთ ქათამი 20-25 წუთით. შემდეგ დაუწიეთ 160 გრადუსამდე და კიდევ 40 წუთი წვით. მომზადებული ქათამი გამოიღეთ ღუმლიდან, ფრთხილად გამოაცალეთ ბოთლი და დაჭერით ულუფებად.

ვრცლად
ქათამი პროვანსულად

ქათამი პროვანსულად

ინგრედიენტები (6-8ულუფა): 

1 ქათამი 1.5 – 1.8 კგ, 

400 გრ. ქამა სოკო, 

6 საშუალო პომიდორი, 

1 დიდი ხახვი, 100 გრ. ზეთისხილი, 

1-2 კბილი ნიორი, 

150 მლ მშრალი თეთრი ღვინო, 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

ერთი კონა როზმარინის ფოთლები, 

1 ს/კ მშრალი ბეგქონდარა, (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

½ ჩ/კ ცერეცოს/კამის თესლი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი. 

 

მომზადების წესი: დაჭერით ქათამი ულუფებად პომიდორი დასერეთ ჯვარედინად და 1 წუთით ჩადეთ მდუღარეში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. მოაცალეთ კანი და ამოაცალეთ შიგთავსი, დაჭერით კუბებად. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით ალყა-ალყა ან ნახევარწრეებად. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ქამა სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ ხელსახოცით და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე გაყავისფრებამდე. გადმოიღეთ თეფშზე და დროებით გვერდზე გადადეთ. იმავე ქვაბში დარჩენილ ზეთში შეწვით ხახვი, ნიორი და ცერეცოს თესლი საშუალო ცეცხლზე. ხახვი რომ შეყავისფრდება დაუმატეთ პომიდორი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და შუშეთ 5-7 წუთი. შეაზავეთ მარილით და პილპილით ჩაასხით ქვაბში ღვინო და 100 მლ წყალი, ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები, დააფარეთ თავსახური და შუშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ დაამტეთ ზეთისხილი და როზმარინი , დაუწიეთ მინიმუმამდე ცეცხლს და შუშეთ თავდახურული 10-15 წუთი დაუმატეთ სოკო, კარგად ამოურიეთ და შუშეთ კიდევ 3-5 წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ ბეგქონდარა.

ვრცლად