შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

ინგრედიენტები (4ულუფა): 

1 ქათამი (1300 გრამი), 

1 ფორთოხალი, 

1 ჩ/კ ქინძის თესლი, 

1 ს/კ კარაქი, 

1 ს/კ ზეთი, 

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და გამოწურეთ წვენი. ქინძის თესლი ტაფაზე ოდნავ მოხრაკეთ და წვრილათ დაფქვით. აურიეთ ერთად კარაქი , ზეთი, ქინძი, ფორთოხლის ცედრა და1 ს/კ ფორთოხლის წვენი. გარეცხილი ქათამი, შეაშრეთ და შეაზილეთ მიღებული მასა. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ დარჩენილი ფორთოხალი გაჭრათ და შეუტენოთ ქათამს მუცლის ღრუში. ღუმელს დაუწიეთ 200 გრადუსზე, ქათამი გვერდულად მოათავსეთ ცხაურზე და 20 წუთი ბრაწეთ. გადმოაბრუნეთ მეორე გვერდზე და კიდევ 20 წუთით ბრაწეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მკერდით ზემოთ და კიდევ 20 წუთით დატოვეთ. როცა მომზადდება გამოიღეთ ღუმელიდან, დაასვენეთ 5 წუთით, დაჭერით და მიირთვით ცხელი.

ნახეთ ასევე

ქათმის ფილე პორტვეინის სოუსში

ქათმის ფილე პორტვეინის სოუსში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 ცალი ქათმის მკერდის ფილე (თითო 200 გრამამდე), 

მარილი და შავი წიწაკა, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი სოუსისთვის, 

1 შალოტი ხახვი, 

1 კბილი ნიორი, 

1 ს/კ ფქვილი, 

1 ჭიქა პორტვეინი, 

1,5 ჭიქა ქათმის ბულიონი, 

1 ს/კ ქორფა ოხრახუში, 

2 ს/კ კარაქი.

 

მომზადების წესი: შეკმაზეთ ქათმის ფილეები მარილით და პილპილით. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი საშუალო-მაღალ ცეცხლზე და რომ გაცხელდება დაალაგეთ ქათმის ნაჭრები კანით ქვემოთ და შებრაწეთ 5 წუთით თითო მხარეს, ანუ სანამ მომზადდება. გადაიტანეთ თეფშზე და დაასვენეთ სანამ სოუსს მოამზადებთ. შალოტი ხახვი წვრილად დაჭერით ხოლო ნიორი დაჭყლიტეთ. ხახვიდა მწიკვი მარილიმოათავსეთ ტაფაზე, დაუწიეთ ცეცხლს საშუალო-დაბალზე და დაუმატეთ ნიორი და ფქვილი. მოამზადეთ 3 წუთის მანძილზე, მუდმივად ურიეთ. ფრთხილად ჩაასხით ღვინო, ცეცხლს აუწიეთ მაღალზე, და შუშეთ 2 წუთი, დაასხით ბულიონი და კიდევ შუშეთ სანამ სოუსი გასქელდება, ანუ 3-4 წუთი. დაუწიეთ ცეცხლს და ჩააბრუნეთ ქათამი სოუსში. კარგად ამოავლეთ ქათამი სოუსში და დატოვეთ ცეცლხზე სანამ გაცხელდება, რამდენიმე წუთით. გადაიტანეთ ფილეები თეფშებზე. დაჭერით ოხრახუში წვრილად ხოლო კარაქი კუბებად.გამორთულ ცეცხლზე ტაფაში ჩაამატეთ ოხრახუში და კარაქი და ათქვიფეთ სანამ ერთიან სოუსად იქცევა. შემდეგ შეკმაზეთ მარილითა და წიწაკით თუ საჭიროა და მოასხით ქათმის ფილეებს. მიირთვით ცხელი.

ვრცლად
კიევური კოტლეტი

კიევური კოტლეტი

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 მკერდის ფილე (თითო 200 გრ.), 

200 გრ კარგი ხარისხის კარაქი, 

4-5 ღერო ოხრახუში, 

1 ლიმონის ცედრა, 

1 ჩ/კ ლიმონის წვენი, 

მარილი, 

პილპილი, 

ერბო ან მცენარეული ზეთი. 

შეწვისთვის ამოსავლებად 1,5 ჭიქა სუხარი ან საფანელი, 

2-4 ს/კ ფქვილი, 

2 კვერცხი, 

50 მლ რძე, 

მარილი, 

ახალდაფქული პილპილი.

 

მომზადების წესი: დაჭერით ოხრახუში წვრილად. დარბილებულ კარაქს შეურიეთ მარილი, ცედრა, ოხრახუში და ლიმონის წვენი. კარაქი 4 ნაწილად გაყავით, გადაახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში, ძეხვის ფორმა მიეცით და შედეთ საყინულეში. ყურადღებით დაათვალიერეთ ფილე, თუ მყესები აქვს, მოაშორეთ, რომ კოტლეტმა შეწვისას ფორმა არ დაკარგოს. მოათავსეთ ფილეები შესაფუთ ცელოფნებს შორის და ფრთხილად დაბეგვეთ ცომის საბრტყელებელით, ისე, რომ არ გაიხეს. დაბეგვილ ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი. კიდეში მოათავსეთ მწვანილიანი კარაქი, და გადაახვიეთ როგორც ბლინები, ისე, რომ მიიღოთ ყველა მხრიდან დახურული კოტლეტი, რათა შიგთავსმა არ გამოჟონოს. 30 წუთით შედგით მაცივარში ათქვიფეთ ჯამში კვერცხი რძესთან ერთად. ცალკე ჯამში დაყარეთ ფქვილი, და მესამე ჯამში საფანელი. კარგად ამოავლეთ კოტლეტები ფქვილში დაჩამოფერთხეთ ზედმეტი. შემდეგ ამოავლეთ კვერცხში. შემდეგ ამოავლეთ საფანელში, კარგად ყველა მხრიდან, ზედმეტი ჩამოფერთხეთ. თუ კარგად არ მიეკრო საფანელი ხორცს, კიდევ ერთხელ ჩაუშვით კვერცხში და თავიდან ამოავლეთ საფანელში. კოტლეტები ისევ შედეთ მაცივარში 15-20 წუთით. ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა საფანელი კარგად მიეკრას ფილეს და არ მოცილდეს შეწვისას. გააცხელეთ ქვაბში ზეთი 6-7 სმ-ზე. ჩაუშვით კოტლეტები ნაკეცით ქვემოთ და შეწვით ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება შემწვარი კოტლეტები შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მიირთვით მომზადებისთანავე.

ვრცლად