ქათამი პროვანსულად

ქათამი პროვანსულად

ინგრედიენტები (6-8ულუფა): 

1 ქათამი 1.5 – 1.8 კგ, 

400 გრ. ქამა სოკო, 

6 საშუალო პომიდორი, 

1 დიდი ხახვი, 100 გრ. ზეთისხილი, 

1-2 კბილი ნიორი, 

150 მლ მშრალი თეთრი ღვინო, 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

ერთი კონა როზმარინის ფოთლები, 

1 ს/კ მშრალი ბეგქონდარა, (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

½ ჩ/კ ცერეცოს/კამის თესლი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი. 

 

მომზადების წესი: დაჭერით ქათამი ულუფებად პომიდორი დასერეთ ჯვარედინად და 1 წუთით ჩადეთ მდუღარეში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. მოაცალეთ კანი და ამოაცალეთ შიგთავსი, დაჭერით კუბებად. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით ალყა-ალყა ან ნახევარწრეებად. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ქამა სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ ხელსახოცით და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე გაყავისფრებამდე. გადმოიღეთ თეფშზე და დროებით გვერდზე გადადეთ. იმავე ქვაბში დარჩენილ ზეთში შეწვით ხახვი, ნიორი და ცერეცოს თესლი საშუალო ცეცხლზე. ხახვი რომ შეყავისფრდება დაუმატეთ პომიდორი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და შუშეთ 5-7 წუთი. შეაზავეთ მარილით და პილპილით ჩაასხით ქვაბში ღვინო და 100 მლ წყალი, ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები, დააფარეთ თავსახური და შუშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ დაამტეთ ზეთისხილი და როზმარინი , დაუწიეთ მინიმუმამდე ცეცხლს და შუშეთ თავდახურული 10-15 წუთი დაუმატეთ სოკო, კარგად ამოურიეთ და შუშეთ კიდევ 3-5 წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ ბეგქონდარა.

ნახეთ ასევე

პენე ქათმით და ფეტათი

პენე ქათმით და ფეტათი

ინგრედიენტები (4ულუფა): 

500 გრამი ქათმის მკერდის ფილე, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

6-8 ღერო მწვანე ხახვი, 

1 ჭიქა ყველი ფეტა, 

500 გრამი პენე, 

მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესი: გააცხელეთ ზეითუნის ზეთი სქელძირიან ტაფაზე. დაუმატეთ მოგრძო ლუკმებად დაჭრილი ქათმის მკერდის ფილე, და საშუალო ცეცხლზე ბრაწეთ დაახლოებით 5-8 წუთი, სანამ ქათამი გაოქროსფერდება და მომზადდება. ხშირად ურიეთ. დაუმატეთ მწვანე ხახვი, შუშეთ 2 წუთი.გადმოდგით ცეცხლიდან,დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ფეტა, მოაყარეთ მარილი და პილპილი და ამოურიეთ. ამასობაში მოხარშეთ პასტა: სქელძირიან ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მარილი. ჩაყარეთ პენე, და ადუღებიდან 8-10 წუთი ხარშეთ. (პენეს შეფუთვაზე აწერია მომზადების დრო). პენე არ უნდა იყოს გადახარშული. გადაწურეთ და გადაიტანეთ დიდ ჯამში. მოათავსეთ ქათმის მიქსი პენეზე, მსუბუქად ამოურიეთ, მორთეთ ცოცხალი მწვანე ხახვით და მიირთვით მაშინვე.

ვრცლად
ქათმის რულეტი გარგრის ჩირით

ქათმის რულეტი გარგრის ჩირით

ინგრედიენტები (6ულუფა): 

6 ცალი ბარკლის ძირი, 

100 გრ მომჟავო გარგრის ჩირი, 

1 ს/კ გარგრის ჯემი, 

1 ჩ/კ მდოგვის მარცვალი, 

1/2 ჩ/კ ქარის სუნელი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი წიწაკა, 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მწვანე სალათი მისართმევად.

 

მომზადების წესი: ჩაალბეთ გარგრის ჩირი ცხელ წყალში 30 წუთით გააცალეთ ძვალი ბარკლის ძირებს საჭრელ დაფაზე მოათავსეთ შესაფუთი ცელოფანი, მასზე დადეთ ხორცის ნაჭრები, ზემოდანაც დააფარეთ ცელოფანი და ფრთხილად დაბეგვეთ ხორცი, ისე, რომ არ გაიხეს. მოაშორეთ ცელოფანი, მოაყარეთ ხორცს მარილი და პილპილი ბლენდერში გათქვიფეთ გარგრის ჩირი,დაუმატეთ ქარი, მდოგვი და ჯემი ბარკლის ძირებს შიგნითა მხრიდან წაუსვით გარგრის მასა, გადაახვიეთ რულეტად და შეკარით კბილის ჩხირებით ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და შებრაწეთ რულეტები საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ თავზე და გააგრძელეთ შეწვა 10-15 წუთი, პერიოდულად აბრუნეთ, სანამ არ მომზადდება. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი რულეტები სალათის ფურცლებთან ერთად.

ვრცლად