ქათმის სალათა დელი

ქათმის სალათა დელი

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 ცალი ქათმის მკერდის ფილე, 

½ ჭიქა მაიონეზი, 

1 ს/კ ახალი ლიმონის წვენი, 

1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი, 

1 ღერო პრასი, 

1 ღერო მწვანე ხახვი, 

მწიკვი ხმელი ქონდარი, 

მწიკვი პილპილი, 

მარილი გემოვნებით.

 

მომზადების წესი: ქათმის ფილე მოხარშეთ და დააჩოფერეთ პრასი და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად ყველა ინგრედიენტი აურიეთ ჯამში, თავზე დააფარეთ და შედგით მაცივარში 2 საათით. სუფრაზე მიტანის წინკიდევ ერთხელ ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით!

ნახეთ ასევე

ქათამი პროვანსულად

ქათამი პროვანსულად

ინგრედიენტები (6-8ულუფა): 

1 ქათამი 1.5 – 1.8 კგ, 

400 გრ. ქამა სოკო, 

6 საშუალო პომიდორი, 

1 დიდი ხახვი, 100 გრ. ზეთისხილი, 

1-2 კბილი ნიორი, 

150 მლ მშრალი თეთრი ღვინო, 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

ერთი კონა როზმარინის ფოთლები, 

1 ს/კ მშრალი ბეგქონდარა, (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

½ ჩ/კ ცერეცოს/კამის თესლი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი. 

 

მომზადების წესი: დაჭერით ქათამი ულუფებად პომიდორი დასერეთ ჯვარედინად და 1 წუთით ჩადეთ მდუღარეში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. მოაცალეთ კანი და ამოაცალეთ შიგთავსი, დაჭერით კუბებად. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით ალყა-ალყა ან ნახევარწრეებად. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ქამა სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ ხელსახოცით და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე გაყავისფრებამდე. გადმოიღეთ თეფშზე და დროებით გვერდზე გადადეთ. იმავე ქვაბში დარჩენილ ზეთში შეწვით ხახვი, ნიორი და ცერეცოს თესლი საშუალო ცეცხლზე. ხახვი რომ შეყავისფრდება დაუმატეთ პომიდორი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და შუშეთ 5-7 წუთი. შეაზავეთ მარილით და პილპილით ჩაასხით ქვაბში ღვინო და 100 მლ წყალი, ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები, დააფარეთ თავსახური და შუშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ დაამტეთ ზეთისხილი და როზმარინი , დაუწიეთ მინიმუმამდე ცეცხლს და შუშეთ თავდახურული 10-15 წუთი დაუმატეთ სოკო, კარგად ამოურიეთ და შუშეთ კიდევ 3-5 წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ ბეგქონდარა.

ვრცლად
ქათმის ფრთები ცხარე სოუსში

ქათმის ფრთები ცხარე სოუსში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

12 ცალი ფრთა, 

3 კბილი ნიორი, 

2 სმ ნედლი კოჭა (ჯანჯაფილი), 

½ ჭიქა პომიდვრის წვენი, 

½ ჭიქა კარგი კეტჩუპი, 

¼ ჩ/კ ყავისფერი შაქარი, 

4 ს/კ ღვინის ძმარი, 

¼ ჩ/კ დაფქული ძირა, 

¼ ქარის სუნელი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

ტობასკოს სოუსის რამოდენიმე წვეთი, 

მარილი,

ახლად დაფქული პილპილი.

 

მომზადების წესი: მარინადისთვის წვრილად გახეხეთ ნიორი და კოჭა (ჯანჯაფილი) შაქარი გახსენით ძმარში. აურიეთ ტომატის წვენი და კეტჩუპი, დაუმატეთ შაქრიანი ძმარი და ყვლა ინგრედიენტი ფრთების გარდა. ტობასკოს რაოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრეთ, რამდენად ცხარე გსურთ გამოვიდეს მარინადი. ჩაასხით მარინადი ჰერმეტულ კონტეინერში ან პაკეტში (ჰერმეტული შესაკრავით), ჩააწყვეთ ფრთები და კარგად აურიეთ, რომ მარინადით მთლიანად დაიფაროს ფრთები. დატოვეთ 1 საათით. გაახურეთ გრილი (ღუმელი 220გრადუსზე) ცხაურს მოუსვით ზეთი სილიკონის ფუნჯით. ამოიღეთ ფრთები მარინადიდან, მოათავსეთ ცხაურზე და აცხვეთ 20-15 წუთი. ხშირად გადააბრუნეთ და წაუსვით მარინადი.

ვრცლად