ღუმელში გამომცხვარი კისრები

ღუმელში გამომცხვარი კისრები

ინგრედიენტები (2ულუფა):

1 კგ კისერი, 

3 კბილი ნიორი,

2 სმ ნედლი კოჭა (ჯანჯაფილი),

½ ჭიქა პომიდვრის წვენი,

½ კარგი კეტჩუპი,

¼ ჩ/კ შაქარი,

4 ს/კ ღვინის ძმარი,

¼ ჩ/კ დაფქული ძირა,

¼ ქარის სუნელი,

2 ს/კ ზეითუნის ზეთი,

ტობასკოს სოუსის რამოდენიმე წვეთი,

მარილი, 

ახლად დაფქული პილპილი.

 

მომზადების წესი: მარინადისთვის წვრილად გახეხეთ ნიორი და კოჭა შაქარი გახსენით ძმარში. აურიეთ ტომატის წვენი და კეტჩუპი, დაუმატეთ შაქრიანი ძმარი და ყვლა ინგრედიენტი კისრებისგარდა. ტობასკოს რაოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრეთ რამდენად ცხარე გსურთ გამოვიდეს მარინადი. ჩაასხით მარინადი ჰერმეტულ კონტეინერში ან პაკეტში (ჰერმეტული შესაკრავით), ჩააწყვეთ კისრებიდა კარგად აურიეთ, რომ მარინადით მთლიანად დაიფაროს კისრები. დატოვეთ 1 საათით. გაახურეთ ღუმელი 220გრადუსზე, ღუმელის ტაფაზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და მოუსვით ზეთი სილიკონის ფუნჯით. ამოიღეთ კისრებიმარინადიდან, მოათავსეთ ტაფაზე და აცხვეთ 20-15 წუთი. დროდადრო გადააბრუნეთ და წაუსვით მარინადი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.

ნახეთ ასევე

ქათამი ღვინოში

ქათამი ღვინოში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

1 ქათამი (1.3 კგ), 

150 გრ შებოლილი შაშხი, 

4 ტოტი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

2 ფოთოლი დაფნა, 

1 ს/კ ზეთი, 

3 ს/კკარაქი, 

2 ს/კ ფქვილი, 

0.5 ლ. წითელი ღვინო, 

200 გრ.ქამა სოკო, 

200 გრ. ხახვი, 

„შალოტი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წითელი ხახვით), 

მეოთხედი კონა ოხრახუში, 

მარილი,

პილპილი. 

 

მომზადების წესი: ქათამი დაანაწევრეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და შეაშრეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შაშხი დაჭერით წვრილად. მწვანილები გარეცხეთ ცივ წყალში. ზეთი და 1 კოვზი კარაქი გააცხელეთ კასეროლში. დაყარეთ შაშხი და ოდნავ მობრაწეთ. შაშხი ამოიღეთ და ქათმის ნაჭრები რიგ–რიგობით შებრაწეთ და ამოიღეთ. დარჩენილ ცხიმში ჩაყარეთ ფქვილი და ოდნავ შეწვით. დაუმატეთ ღვინო და წამოადუღეთ. შემდეგ ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები დაუმატეთ დაფნა და ბეგქონდარა/ქონდარი და 25 წუთით დაბალ ცეცხლზე შუშეთ. გაასუფთავეთ ხახვი. გაწმინდეთ სოკო. დარჩენილი კარაქი ტაფაზე გაადნეთ და მობრაწეთ სოკო ხახვთან ერთად 2–3 წუთით. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმზე და 10 წუთი შუშეთ. დაუმატეთ შაშხი კარგად ამოურიეთ და ეს ყველაფერი დაუმატეთ ქათამს კასეროლში. შუშეთ დამატებით 25 წუთი. ბოლოს მოაყარეთ ოხრახუში.

ვრცლად
შებრაწული ქათამი ბროწეულის ბაჟეში

შებრაწული ქათამი ბროწეულის ბაჟეში

ინგრედიენტები:

  • 1.5 კილოიანი ქათამი
  • მარილი
  • წიწაკა
  • პაპრიკა

ბაჟესთვის:

  • 500 გრ. ნიგოზი
  • ქინძი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 800 გრ. ბროწეული (გარჩეული მარცვლები)
  • 400 მლ. ცივი წყალი
  • ხმელი ქინძი / უცხო სუნელი
  • მარილი / წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ქათამს მოაყარეთ სანელებლები, კარგად გადაანაწილეთ და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათი.
  2. ნიგოზი, ქინძი და ნიორი გაატარეთ, ბროწეული წყალთან ერთად დააბლენდერეთ და გადაწურეთ. 
  3. ნიგვზის მასას დაუმატეთ მარილი და წიწაკა, სანელებლები, დაასხით ბროწეულის წვენი, გადაურიეთ, დააბლენდერეთ და ბაჟეც მზადაა.
  4. დაასხით ბაჟე თეფშზე და მოათავსეთ მასში დაბრაწული ქათმის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით!

ვრცლად