ქათმის კისრები საფანელში

ქათმის კისრები საფანელში

ინგრედიენტები (2ულუფა): 

1 კგ კისერი, 

400 მლ რძე, 

2 ჭიქა ფქვილი, 

1 ჩაის კოვზი ორეგანო, 

1 ჩ/კ კოვზი ნივრის ფხვნილი, 

1 ჩ/კ ხახვის ფხვნილი, 

½ ჩ/კ მწარე წითელი წიწაკა (ჩილი), 

1 ჩ/კ შავი პილპილი, 

2 ჩ/კ მარილი, 

2 ს/კ პაპრიკა, 

2 კვერცხი, 

ზეთი შესაწვავად.

 

მომზადების წესი: კისრებს სურვილისამებრ გააცალეთ კანი, დაასხით ნახევარი რძე და შედგით მაცივარში 2 საათით. ჯამში აურიეთ ფქვილი და სუნელები მეორე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი და დარჩენილი რძე კისრები გამოიღეთ მაცივრიდან და მოათავსეთ რძისა და კვერცხის მასაში პარალელურად ქვაბში ჩაასხით ზეთი ისე, რომ კისრებს რომ ჩააწყობთ დაფაროს, და დადგით საშუალო ცეცხლზე რომ ზეთი გახურდეს. ამასთან ერთად გაახურეთ ღუმელი 120 გრადუსზე. (ღუმელის ტაფას დააფარეთ საცხობი ქაღალდი) კისრები ამოიღეთ რძისა და კვერცხის მიქსტურიდან და ამოავლეთ ფქვილიან მასაში. სურვილისამებრ შეგიძლიათ ეს პროცედურა გაიმეოროთ (კისრები თავიდან მოათავსოთ რძესა და კვერცხში და შემდეგ ფქვილში). ჩამოფერთხეთ ზედმეტი ფქვილი. ცხელ ზეთში (სასურველია გამოიყენოთ თერმომეტრი, ზეთის ტემპერატურა უნდა იყოს 180 გრადუსი) ფრთხილად მოათავსეთ კისრები (ერთდროულად ყველას ნუ შეწვავთ, ნაჭრებს შორის უნდა იყოს სივრცე) ბრაწეთ სანამ კარგად გაყავისფრდება, დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. ამის შემდეგ გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე და შედგით ღუმელში, რომ თბილად იყოს სანამ ყველა კისერს შებრაწავთ. გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებითა და მწვანე ხახვით, მიირთვით ცხელი.

ნახეთ ასევე

ქათმის რულეტი გარგრის ჩირით

ქათმის რულეტი გარგრის ჩირით

ინგრედიენტები (6ულუფა): 

6 ცალი ბარკლის ძირი, 

100 გრ მომჟავო გარგრის ჩირი, 

1 ს/კ გარგრის ჯემი, 

1 ჩ/კ მდოგვის მარცვალი, 

1/2 ჩ/კ ქარის სუნელი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი წიწაკა, 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მწვანე სალათი მისართმევად.

 

მომზადების წესი: ჩაალბეთ გარგრის ჩირი ცხელ წყალში 30 წუთით გააცალეთ ძვალი ბარკლის ძირებს საჭრელ დაფაზე მოათავსეთ შესაფუთი ცელოფანი, მასზე დადეთ ხორცის ნაჭრები, ზემოდანაც დააფარეთ ცელოფანი და ფრთხილად დაბეგვეთ ხორცი, ისე, რომ არ გაიხეს. მოაშორეთ ცელოფანი, მოაყარეთ ხორცს მარილი და პილპილი ბლენდერში გათქვიფეთ გარგრის ჩირი,დაუმატეთ ქარი, მდოგვი და ჯემი ბარკლის ძირებს შიგნითა მხრიდან წაუსვით გარგრის მასა, გადაახვიეთ რულეტად და შეკარით კბილის ჩხირებით ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და შებრაწეთ რულეტები საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ თავზე და გააგრძელეთ შეწვა 10-15 წუთი, პერიოდულად აბრუნეთ, სანამ არ მომზადდება. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი რულეტები სალათის ფურცლებთან ერთად.

ვრცლად
ქათმის ფილე ლორით

ქათმის ფილე ლორით

ინგრედიენტები (2ულუფა): 

2 ცალი ფილე (თითო 180-200 გრამი), 

400 გრამი კონსერვის თეთრი ლობიო, 

1 ღერო პრასა (თეთრი ნაწილი),

 6-8 ჩერი პომიდორი, 

4-6 ნაჭერი ლორი (ან კარგი ხარისხის ხორციანი ბეკონი), 

2 ღერი როზმარინი (ან 1 ჩ/კ ხმელი როზმარინი), 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი.

 

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე აიღეთ ფოლგის ორი ნაჭერი 20 სმ სიგრძის. დაადეთ ერთი მეორეზე, გაკეცეთ შუაზე, ორივე მხრიდან ამოუკეცეთ გვერდები. უნდა გამოგივიდეთ ფოლგის პაკეტი. გააკეთეთ კიდევ ერთი ასეთი პაკეტი. პრასი სიგრზეზე გაჭერით და კარგად გარეცხეთ, შეაშრეთ და წვრილად დაჭერით. პომიდვრები შუაზე გაჭერით, ლობიოს გადაავლეთ წყალი და დაწურეთ გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და შებრაწეთ პრასი სანამ გამჭვირვალე არ გახდება, დაახლოებით 5 წუთი დაუმატეთ პრასს პომიდორი და ლობიო. ამოურიეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა და გადმოდგით ცეცხლიდან გაახვიეთ მკერდის ფილეები ლორში ან ბეკონში თითოეულ პაკეტში გადაანაწილეთ პომიდორი და ლობიო, თითო ფილე და როზმარინი. სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. ორივე პაკეტს კარგად მოუკარით თავი, რომ წვენი არ გამოვიდეს და მოათავსეთ ღუმელის ტაფაზე შედგით გახურებულ ღუმელში და ბრაწეთ დაახლოებით 20 წუთი. მიირთვით მაშინვე. 

ვრცლად