ქათმის შნიცელი და ბოსტნეულის სალათი

ქათმის შნიცელი და ბოსტნეულის სალათი

4 ცალი შნიცელისთვის გვჭირდება:
ბიუ ბიუს ნედლი ქათმის ფილე 
150 გრამი ფქვილი
2 კვერცხი
200 გრამი პანკო ან საფანელი

(თუ კვერცხში ორჯერ ამოავლებთ, კვერცხის და პანკოს დოზა გააორმაგეთ)

ვწვავთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე ზედა ქვედა წვით 20-25 წუთი

სალათისთვის:
იასამნისფერი კომბოსტო
სტაფილო
კიტრი
სალათის ფოთლები
რუკოლა
მწვანე ხახვი

სალათის სოუსი:
1 ჩ/კ მდოგვი
ნახევარი ლიმონის წვენი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ს/კ სოიოს სოუსი

გემრიელად მიირთვით!

ნახეთ ასევე

ქათამი ღვინოში

ქათამი ღვინოში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

1 ქათამი (1.3 კგ), 

150 გრ შებოლილი შაშხი, 

4 ტოტი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

2 ფოთოლი დაფნა, 

1 ს/კ ზეთი, 

3 ს/კკარაქი, 

2 ს/კ ფქვილი, 

0.5 ლ. წითელი ღვინო, 

200 გრ.ქამა სოკო, 

200 გრ. ხახვი, 

„შალოტი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წითელი ხახვით), 

მეოთხედი კონა ოხრახუში, 

მარილი,

პილპილი. 

 

მომზადების წესი: ქათამი დაანაწევრეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და შეაშრეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შაშხი დაჭერით წვრილად. მწვანილები გარეცხეთ ცივ წყალში. ზეთი და 1 კოვზი კარაქი გააცხელეთ კასეროლში. დაყარეთ შაშხი და ოდნავ მობრაწეთ. შაშხი ამოიღეთ და ქათმის ნაჭრები რიგ–რიგობით შებრაწეთ და ამოიღეთ. დარჩენილ ცხიმში ჩაყარეთ ფქვილი და ოდნავ შეწვით. დაუმატეთ ღვინო და წამოადუღეთ. შემდეგ ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები დაუმატეთ დაფნა და ბეგქონდარა/ქონდარი და 25 წუთით დაბალ ცეცხლზე შუშეთ. გაასუფთავეთ ხახვი. გაწმინდეთ სოკო. დარჩენილი კარაქი ტაფაზე გაადნეთ და მობრაწეთ სოკო ხახვთან ერთად 2–3 წუთით. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმზე და 10 წუთი შუშეთ. დაუმატეთ შაშხი კარგად ამოურიეთ და ეს ყველაფერი დაუმატეთ ქათამს კასეროლში. შუშეთ დამატებით 25 წუთი. ბოლოს მოაყარეთ ოხრახუში.

ვრცლად
ქათმის ფილე ლორით

ქათმის ფილე ლორით

ინგრედიენტები (2ულუფა): 

2 ცალი ფილე (თითო 180-200 გრამი), 

400 გრამი კონსერვის თეთრი ლობიო, 

1 ღერო პრასა (თეთრი ნაწილი),

 6-8 ჩერი პომიდორი, 

4-6 ნაჭერი ლორი (ან კარგი ხარისხის ხორციანი ბეკონი), 

2 ღერი როზმარინი (ან 1 ჩ/კ ხმელი როზმარინი), 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი.

 

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე აიღეთ ფოლგის ორი ნაჭერი 20 სმ სიგრძის. დაადეთ ერთი მეორეზე, გაკეცეთ შუაზე, ორივე მხრიდან ამოუკეცეთ გვერდები. უნდა გამოგივიდეთ ფოლგის პაკეტი. გააკეთეთ კიდევ ერთი ასეთი პაკეტი. პრასი სიგრზეზე გაჭერით და კარგად გარეცხეთ, შეაშრეთ და წვრილად დაჭერით. პომიდვრები შუაზე გაჭერით, ლობიოს გადაავლეთ წყალი და დაწურეთ გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და შებრაწეთ პრასი სანამ გამჭვირვალე არ გახდება, დაახლოებით 5 წუთი დაუმატეთ პრასს პომიდორი და ლობიო. ამოურიეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა და გადმოდგით ცეცხლიდან გაახვიეთ მკერდის ფილეები ლორში ან ბეკონში თითოეულ პაკეტში გადაანაწილეთ პომიდორი და ლობიო, თითო ფილე და როზმარინი. სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. ორივე პაკეტს კარგად მოუკარით თავი, რომ წვენი არ გამოვიდეს და მოათავსეთ ღუმელის ტაფაზე შედგით გახურებულ ღუმელში და ბრაწეთ დაახლოებით 20 წუთი. მიირთვით მაშინვე. 

ვრცლად