2014 წლის 22 -25 დეკემბერს, კომპანია ჩირინას ვეტერინარულ ლაბორატორია სანა-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე : ფრინველის დაავადებები, მათი დიაგნოსტიკა, სეროლოგიური გამოკვლევები, სისხლის შრატების გამოყოფა, ზუსტი ტიტრების დადგენა, მიღებული შედეგების სწორად წაკითხვა და ვაქცინაcიის სქემების დახვეწა.
ტრენინგი ჩაატარა ჰოლანდიური კომპანიის ’’BioChek -ის ’’,წარმომადგენელმა ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა ბ-ნმა ალექსეი ჩერნიკოვმა. ამასთან ერთად კომპანია ჩირინას ლაბორატორია აღიჭურვა Biochek-ის აპარატურით და ე.წ. ELISA -ს ტესტებით,რომლის მეშვეობით მოხდება ფრინველთა დაავადების დიაგნოსტიკა.
ტრენინგი გაიარა ლაბორატორია სანა-ს ოთხმა თანამშრომელმა. შემდგომი ეტაპისთვის უკვე დაგეგმილია მათი ვიზიტი ჰოლანდიაში, სადაც გაივლიან დამატებით ტრენინგებს და ადგილზე გადაეცემათ სერთიფიკატები.
ბიუ-ბიუ გილოცავთ შობა-ახალ წელს! ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის 2015 წელი!
ჩვენი კომპანია მომავალი წლიდან სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ! ჩვენი წარმოების მოცულობა ორმაგდება! იზრდება ნედლი ქათმის ჯიხურების ქსელი, უკვე თებერვალში ქალაქ რუსთავშიც დავამატებთ ჯიხურებს!
საახალწლოდ კი ჩვენი 18 ჯიხური ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და მოგემსახურებათ, რათა თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად იყოს უგემრიელსი ქათმის კერძები!
ბიუ-ბიუ - ქართულ სიმინდზე გაზრდილი ქათამი!
ძვირფასო მომხმარებლებო, სასიამოვნო სიახლე გვაქვს! ჩვენი ჯიხურების ქსელს 4 ახალი ჯიხური შეემატა:
შეიძნეთ ახალი, ნედლი ქათამი ქალაქიდან გაუსვლელად ბიუბიუ-ს ჯიხურებში!
დღეისთვის მოქმედი 18 ჯიხურის მისამართი იხილეთ გვერდზე “სად შევიძინოთ”
ჩვენს კომპანიას კიდევ ერთი საწარმო დაემატა - ცილოვანი საკვების ქარხანა.
ახალ საწარმოში თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალ ტემპერატურაზე ხდება ნედლეულის გადამუშავება, რომელიც შემდგომში გამოიყენება საკვებ ინგრედიენტად კომბინირებულ საკვებში.